აუდიტის სამსახურის საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელად ყოფილი პარლამენტარი ბეჟან ბუცხრიკიძე დაინიშნა
14:06 06.11.2012
http://pirweli.com.ge/?menuid=9&id=19353სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელად ყოფილი პარლამენტარი ბეჟან ბუცხრიკიძე დაინიშნა.
ამის შესახებ "პირWელს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
შეგახსენებთ, რომ ბეჟან ბუცხრიკიძე 4 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2008 წლის პარლამენტში იგი თერჯოლის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად იყო წარმოდგენილი. ბეჟან ბუცხრიკიძე ერთადერთი პარლამენტარი იყო, რომელიც ერთსა და იმავე რაიონიდან - თერჯოლიდან მაჟორიტარი ოთხჯერ გახდა. ის თერჯოლას 1995 წლიდან მოყოლებული უკლებრივ ყველა მოწვევის პარლამენტში წარმოადგენდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი იგი "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს ზესტაფონში იყრიდა, თუმცა "ქართული ოცნების" კანდიდატთან დამარცხდა.აღსანიშნავია, რომ ბეჟან ბუცხრიკიძე წლების მანძილზე პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელიც კონტროლის პალატის საფინანსო საქმიანობას ამოწმებდა.
ვინაა ეს კაცი, კაშეი ბეზსმერტნია?
This post has been edited by Keisari on 6 Nov 2012, 15:23