„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილი წევრი, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათ დებატები ინგა გრიგოლიას პოსტის გამო გამართეს. ნათელაშვილმა ჟურნალისტს მიმართა, რომ მისი ტელევიზიისკენ გამოხედვაც არ სურს.
„შაბათის მერე ორშაბათი დადგა და აბა რა? პარტიები,რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ და რომლებიც დამარცხდნენ,იმალებიან და კომენტარებზე უარს ამბობენ. ელოდებით კიდევ რაიმე ცვლილებებს, ხალხო? დათვლილია თითქმის ყველა უბანი და მინიმუმ,პოლიტიკური ვალდებულებაა გამოხვიდეთ და თქვენს ამომრჩეველს აუხსნათ, რა მოხდა,როგორ აფასებთ ჩატარებულ არჩევნებს. აღიარებთ დამარცხებას თუ არ აღიარებთ და ასე შემდეგ. ამდენი არჩევნები გამიშუქებია და ასეთი დუმილი შედეგების გამოცხადებიდან ამდენი საათის შემდეგ, არ მახსენდება. ალოოოო“ - დაწერა ინგა გრიგოლიამ Facebook-ში.
ინგა გრიგოლიას კომენტარი შალვა ნათელაშვილმა დაუწერა, სადაც პოლიტიკოსი წერს: „არავინ არ იმალება ინგა. არჩევნების წინა დღეს, სანაიასთან ივანიშვილის ნარკომანი ქილერი რომ მოიწვიეთ,მაესტრო-იმედისებურად, ჩემს სალანძღავად და ყველა სიბინძურე ალაპარაკეთ, მათ შორის ოჯახზე, მას შემდეგ, თქვენი ტელევიზიისკენ გამოხედვაც არ მინდა. (ეს რა თქმა უნდა არ გეხება პირადად შენ) მოკითხვა გადაეცი ჭუტას და პატარა ჭუტას კიდევ“, - აღნიშნა ნათელაშვილმა.
ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის მცირე დისკუსიის შემდეგ ნათელაშვილის კომენტარს მერაბ მეტრეველმა უპასუხა: „ამ ნათელაშვილს რავა ყველგან დაკვეთების შესრულება ელანდება! ამის იქით ვერ გაიზარდა. დამთავრდა არჩევნები და გვარამიას აღარ უყვარხარ? დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებამდე არც გაახსენდები“, - დაწერა მეტრეველმა.
ამ კომენტარს პოლიტიკოსი უცენზურო კომენტარით გამოეხმაურა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა: „შენისთანა ნაბო... მრავალპარტნიორ მოცვლილი ადამიანები გარეთ ვერ უნდა გამოდიოდნენ წესით ,ზნეობრივი ატმოსფერო რომ იყოს ქვეყანაში. ხომ არ დაგავიწყდა რა სიღრმეზე უძვრებოდი ბიძინას და რას გვიკეთებდი მისი გულის საამებლად. შენ ხარ ყველაზე გახრწნილი ჟურნალისტი ვინც კი ოდესმე მინახია, რამიშვილზე უარესი“
მეტრეველი: აი, პოლიტიკოსი!ჩვენს შორის ნაბო...ის და მრავალპატრონგამოცვლილის დედას ...! შე ნაძირალა არაკაცო, ჩემზე რომ მაგას იტყვი! ბიძინას ვინც უძვრებოდა და პრემიერობას ვინც თავაზობდა კარგად გვახსოვს. მანამდე მიშას ვინ დაუთმო თავჯდომარეობა ესეც გვახსოვს და სიაში ხალხს ფულის გამო რომ სვამდი ესეც. ახლა გვარამიას მიეხუტე. ერთი ჩვეულებრივი ვაჭრუკანა და ნაძირალა ხარ. ამას ეთერს საერთოდ როგორ უთმობთ!
ნათელაშვილი: აი ამიტომ ხარ ნაძირალა რომ მიშა-ბიძინას სიბინძურეებს არაკრაკებ. სიბინძურე ხარ შენი ღირსეული თაობის. რამდენი ივაჭრე ბურჭულაძესთან ახლა სად აპირებ ვაჭრობას შე რიჟა კლოუნო. აი ამიტომ ხარ ნაძირალა რომ მიშა-ბიძინას სიბინძურეებს არაკრაკებ. სიბინძურე ხარ შენი ღირსეული თაობის. რამდენი ივაჭრე ბურჭულაძესთან ახლა სად აპირებ ვაჭრობას შე რიჟა კლოუნო. სად მოასწარი გახრწნა ასეთ ასაკში მეტრეველი: უზრელობას მე არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან ასე მოინდომე, გითხარი უკვე: ჩვენს შორის ვაჭრის დედა მოვ...ან! სხვა პასუხს არც იმსახრებ, ისეთი ნაძირალა ხარ!
ნათელაშვილი: ფუი შენი,ეცადე სადმე არ გადამეყარო. უზრდელი ხარ გენეტიკურად,რას ქვია არ აპირებ,აბა ამის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. კარგად გადათვალე ნაძირლობით ბიძინასთან და ბურჭულაძესთან ნავაჭრი ფულები.
მეტრეველი: მე საკმაოდ კორექტული კომენტარი დავწერე თავიდან. შენ კიდევ უზრდელობაზე გადახვედი. არა პრობლემა. თან როცა ნაძირალა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფულის აღებას გაბრალებს! ყველა, ვინც აკრიტიკებს ამას აბრალებს, რადგან ფუის იქით მისი აზროვნება ვერ მიდის!
ნათელაშვილი: მერაბ შენი კორექტულობა არ გაიშვა,ახლა მე არ ვიკადრებ გამოვაქვეყნო ის, რაც შენ ჩვენზე გაქვს დაწერილ-მოწერილი განსაკუთრებით ბიძინას მესიანურ პერიოდში.
მეტრეველი: გამოაქვეყნე. მე არავინ არ მილანძღია პირველს ა არც რამე დამიარალებია. პირველად მხოლოდ გაგაკრიტიკეთ, როგორც ყველა პოლიტიკოსი გამიკრიტიკებია, თქვენ კი გამოხვედით და პირდაპირ დაკვეთების შესრულება დამაბრალეთ! ამის მერე კორექტული ვერ ვიქნებოდი!

კაცი კატასტროფა