პატრიოტთა ალიანსი", როგორც საარჩევნო ბარიერგადალახული პარტია, სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს. აღნიშნულს "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ითვალისწინებს.
კანონმდებლობის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტები - არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ის მხარდაჭერას მიიღებენ, წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
ალიანსის" მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ოდენობა 2 134 515 ლარს შეადგენს. სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებენ არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა სუბიექტებიც. კერძოდ, "ქართული ოცნება", რომელმაც წინასაარჩევნოდ 13 498 020 ლარი დახარჯა და "ნაციონალური მოძრაობა".
http://www.palitratv.ge/yvela-video/akhali...s-miighebs.html########თ საარჩევნო კოდექსი