#49032894 · 13 Oct 2016, 17:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როცა ჩემი პროფესიით ვმუშაობ და სტაბილური შემოსავალი მაქვს, დაგროვილი კაპიტალის დაბანდება სად უფრო უკეთესია სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით?
ფაქტორები - შემოსავლიანობა, უსაფრთხოება, სიმარტივე, ლიკვიდურობა.
რამდენიმე ვარიანტი მაქვს:
1) თანხის გაპროცენტება (იპოთეკის გარანტიით).
2) ქონების შეძენა და იჯარით გაცემა (მაგ.: მეწველი ძროხების ყიდვა და ფერმერებისთვის იჯარით გადაცემა).
3) მიწის ყიდვა და, მაგალითად, თხილის პლანტაციის გაშენება (თხილი შედარებით მარტივია მოსავლელად და რეალიზება არ ჭირს).
...
თქვენ რა ვარიანტები გაქვთ? რა გამოცდილება გქონიათ? და რას მირჩევთ?
|