ერთ დროს მ. ვებერმა დადო სერიოზული კვლევა "პროტესტანტული ეთიკა კაპიტალიზმის სულისკვეთება" სადაც მან თვალნათლივ გვიჩვენა, თუ რატომ განვითარდა ევროპაში კაპიტალიზმი და სხვაგან არა, ხოლო თუ კიდევ უფრო განვაზოგაოდებთ მისი კვლევიდან შეგვიძლია ავხსნათ ძირითადი მიზეზებიც, თუ რატომ გვაქვს ჩვენ კაპიატლიზმის კლონირებული ვერსია და არა სუფთა კაპიტალიზმი სადაც სავსეა ინტერესთა ირაციონალური კონფლიქტები, მონოპოლიის ბატონობა, კლანური მმართველობა და არა სამოქალაქო საზოგადოება და თვითრეგულირებადი ბაზარი.
ვებერი ამტკიცებდა რომ პრეოტესტანტულმა ეთიკამ კერძოდ შრომამ, როგორც ღვისმსახურების საშუალებამ და ასკეტიზმზე უარის თქმამ, ასევე ისეთ ირაციონალურ რელიგიურ შემადგენლებზე როგორიცაა, სასწაულის რწმენა (პროტესტანტიზმში სასწაულების აღარ სწამთ), მარხვა, ლოცვა განაპირობა კაპიტალიზმის განვითარება. კალვიზნიზმა სწორედ შრომა გახადა ღვთისმსახურების საშუალებად, სიმდიდრის დაგროვება კი პრეზენტაცია ღვთის წყალობის, ამრიგად თუ ღარიბი ხარ უფრო მარტივად კი არ ცხონდები, როგორც ეს ქრისტემ გვასწავლა ("როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში ისე მდიდარი ვერ შევა სასუფეველში") არამედ სწორედ სიღარიბე არის ღმერთის წყრომის თვალსაჩინოება. ამიტომ ევროპაში შრომობდნენ და მდიდრებოდნენ პურიტანები, კალვინისტები, ჰუგენოტები(ესენი დახოცეს მაგრამ მაინც) ბრესტვიტერიანელები, არა გამდიდრების არამედ ღვთისმსახურების გამო, რადგან სიმდიდრის გამოყენება ფუფუნებისთის აკრძალული იყო. იქ სადაც დარჩა ბატონის მორჩლების პარადიგმა (მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი) ჩვენ გვაქვს ჩამორჩენილი ეკონომიკა: ესპანეთი, მართლმადიდებლური სამყარო, სამხრეთ იტალია... სწორედ ეს არის მიზეზი რომ აშშ-მ და კანადამ უფრო მეტი საერთო იპოვეს ერთმანეთთან როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური პარადიგმით, რადგან დაარსებულია პურიტანებით და პროტესტანტი მიგრანტებით, ვიდრე მექსიკამ და სამხრეთ ამერიკამ რომელიც კათოლიკურია.
დღეს ვიტარება შეიცვალა, ჩემი აზრით დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმატება, ისევე როგორც სოციალური ეკონომიკური და პოლიტიკური რაციონალიზაციის პროცესი გადის არა "უფრო რაციონალურ რელიგიაზე" არამედ ათეიზმზე! პროტესტანტულ სამყაროში, ზემოთხსენებული ბატონის მორჩილების ტრადიციების, ასევე სასწაულის და მარხვის ტრადიციებზე უარის გამო ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი ათეისტი, ხოლო სადაც მეტი მორჩილების კულტურაა იქ ნაკლები.
ჩემი სიტყვების დასადასტურებლად იხილეთ მოცემული კვლევა ასევე დააკვირდით რუკას სადაც არა მხოლოდ ათეისტების რაოდენობაა მოცემული არამედ შეიძლება ითქვას ნაჩვენებია ქვეყნები სადაც მეტი ბედნიერება, ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატება. კორელაცია აშკარაა!
http://agora.ge/new/14868-evropis-romel-qv...ze-meti-ateistiდასკვნა თქვენთვის მომინდია.