საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჯერ კიდევ ბიძინამდე, მიშამდე და ედიკამდე მოუღეს ბოლო 1990-91 წლებში. ზოგი დახოცეს, ზოგი დააშინეს და ზოგიც მოისყიდეს. ამიტომ არის რომ ისინი კრინტსაც არ ძრავენ. მარტოდმარტო დავრჩი ასე რომ მე ქართული პოლიტიკის იულიუს კეისარიცა ვარ, ნაპოლეონიც, ბისმარკიც და უკანასკნელი მოჰიკანიც. მე თუ ამ ფორუმზე მაინც არ ამოვიღებ ხმას დანარჩენები ისეთ იდიოტიზმებს წერენ რომ თავს ვეღარ ვიკავებ ხოლმე.
არჩევნები საქართველოში პირველად ხომ არ გაყალბდა? საპარლამენტო არჩევნები მოყოლებული 1990 წლიდან დღემდე ყოველთვის ტოტალურად ყალბდებოდა და ახლაც გაყალბდა. ოღონდ კაცო არჩევნების გაყალბების გაყალბება ეს რაღა უბედურებაა, ჰა?!
NDI რას იტყვის მე სულ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ეგ ორგანიზაციაც საქართველოში პირველად გამოჩენიდან მხოლოდ არჩევნების გაყალბებას ემსახურება. კითხვის ქვეშ დგას არა ქართველი ხალხის ნება, არამედ NDI-ის სანდოობა საქართველოში.
ნინო ბურჯანაძემ ყველა უცხო სახელმწიფოების საელჩოებს მივაკითხე და შევჩივლე არჩევნების გაყალბების გამოო. ერთი რომელ უცხო სახელმწიფოს აინტერესებს საქართველოს დამოუკიდებლობა? ან თვითონ ბურჯანაძეს ეს როდისმე აინტერესებდა?
ნაცები, ბუღჭიბორჭები, ალასანისტები თუ ლეიბორისტები რომ ჭუჭყუნებენ არჩევნები გაყალბდაო, ეგენი რომ შესულიყვნენ პარლამენტში, მაშინ რა არჩევნები გაყალბებული არ იქნებოდა?
აგერ გადაყრუებული ნოდარ ნათაძეც კი გამოიყვანეს ტელევიზიით და ისიც კი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე ალაპარაკეს. ნოდარ ნათაძე არამცთუ არასოდეს ყოფილა ეროვნულ მოძრაობაში, სახალხო ფრონტი ეროვნული მოძრაობის პირველი მოწინააღმდეგე იყო. თვითონ ნოდარ ნათაძე კი 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ერთერთი ყველაზე აქტიური გამყალბებელი იყო. მაშინ როცა მთელმა ეროვნულმა მოძრაობამ უზენაესი საბჭოს არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ნათაძე გაიძახოდა თუ უზენაეს საბჭოს არ ავირჩევთ მთელი ცივილიზირებული სამყარო ველურებად ჩაგვთვლისო. ახლა ვინა ვართ უსამშობლო ჩმორები!
ბოლოს და ბოლოს მარნეულიდან ადეინდელი ცესკოს თავმჯდომარეც არჩევნების გაყალბებაზე გაჰკივის. აი იმ თარხნიშვილზე გეუბნებით ქუჩაში რომ პანჩური ამოარტყეს.
https://www.youtube.com/watch?v=05SpnecQszsასე რომ მე არჩევნების სხვანაირ გაყალბებაზე ვლაპარაკობ და ყველა დანარჩევები კი არჩევნების გაყალბებას აყალბებენ. აი ამას ეძღვნება ეს პოლი.
This post has been edited by mtavrishvili on 23 Oct 2016, 21:26