საქართველოს მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.qumsika
ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება ექნება.
დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და ინტერესთა გამოხატვის წარდგენის პროცედურებს დადებითად აფასებს ორგანიზაცია „ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.
წყარო:http://kvira.ge/292776
მიმაგრებული სურათი