არ მახასიათებს
მსგავსი შინაარსის თემების გახსნა
მაგრამ დიდიხანია ეს ინფოები
გავრცელდა
არავის გაუხსნია თემა. დარწმუნებული
ვარ პირიქით რომ იყოს აქ რამოდენიმე იუზერი დაიპუტავდა .. და 5 თემას გახსნიდა
მიხვდებით თქვენ თვითონ რომლებიც ხართ.. უბრალოდ იყავით ობიექტურები და ომას მაინც ნუ უუარყოფთ რომ მიზანმიმართულად ხართ საპატრიარქოს მიმართ მომართულები და ცდილობთ დაკნინებას ..
სხვა შემთხვევაში გახსნიდით თემებს
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-ganisajon.htmlსაპატრიარქოს განცხადებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაკავებული ბერი ფილიპე ფხაკაძე და მღვდელმონაზონი ნიკოლოზ მაქარაშვილი საერო სამართლით უნდა განისაჯონ
საპატრიარქოს განცხადებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაკავებული ბერი ფილიპე ფხაკაძე და მღვდელმონაზონი ნიკოლოზ მაქარაშვილი, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს, საერო სამართლით უნდა განისაჯონ. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ამ სასულიერო პირებს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვთ. საპატრიარქოს განცხადებით, მოძღვრობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს.
”როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დააკავეს ორი პიროვნება: ბერი ფილიპე ფხაკაძე და გიორგი მეგრელიშვილი. მღვდელმოქმედება აკრძალულმა მღვდელმონოზონმა, ნიკოლოზ (მირიან) მაქარაშვილმა კი ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს და პრობლემები შეუქმნა სხვა მცხოვრებთაც. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს კითხვით მომართეს მოქალაქეებმა და გვთხოვენ, დავაფიქსიროთ პოზიცია ამ და მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთი მიიჩნევს, თითქოს სასულიერო პირობა ადამიანს კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
შევნიშნავთ, რომ სამივე მათგანს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვს, რაც შეეხება მათ ამჟამინდელ ქმედებებს, ეს სისხლის სამართლის საქმეებია და საერო სამართლით უნდა განისაჯოს.
ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და კვლავაც გავიმეორებთ, რომ მოძღვრობა ამა თუ იმ პიროვნებას გაცილებით მეტ სულიერ-ზნეობრივ ვალდებულებას აკისრებს; ეს მდგომარეობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს. ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის სასულიერო პირი, ვალდებულია, დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული კანონი და მისი დარღვევის შემთხვევაში აგოს პასუხი”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
* * *
ჰა ესეც მეორე
ილია II: ქართული სუფრა ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი - ფარისევლურ ქება-დიდებადდიდ პრობლემას ქმნის ორიენტირების აღრევა, როდესაც ზოგიერთი საშუალებას მიზნად მიიჩნევს მიზანს კი - საშუალებად. არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობები,"- თავის სააღდდგომო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ორიენტირების აღრევაზე ისაუბრა.
"მაგალითად ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის და თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი. როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი ასეთი შეკრებები ხშირად ღრეობად და დაუსრულებელ შეკრებად იქცა. სადღეგრძელოები კი ფარისევლურ ქებადიდებად. რაც უნდა გამოსწორდეს.
რა კი პურობისა და ღვინის საკითხს შევეხეთ აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაძღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა.
ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასა სდებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვას, საუფლო საქმედ მიიჩნევდა.
ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულოება რადიკალურად შეიცვალა. უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს და მესხეთ-ჯავახეთში, ჯიშები ზოგი მთლიანად, ზოგი ნაწილობრივ განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა დიდი დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა.
საჭიროა შევიცვალოთ დამოკიდებულება და სწორ ორიენტირებს დავუბრუნდეთ. მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. და ამაში გულანთებული, უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული,“- ბრძანა პატრიარქმა.
ღერაღერა

))