ნაჩქარევად მსჯელობ, ჟაკ
არარომანტიულობაზე დავას ამჯერად არ დავიწყებ, თუმცა სავსებით დასაშვებად მიმაჩნია, რომ მისი ცხოვრების წიაღში რომანტიზმის გაელვებებიც იქნება, მაგრამ უმეტესი ნაწილი რომ დრამაა, ეს მგონი თვალშისაცემი უნდა იყოს და გაოცებული ვარ შენი მიდგომით.
თუნდაც ამ თემის არსებობა უკვე აცხადებს ჯაგრისის არსებობის დრამატულობას
ნივთი, ურომლისოდაც ჩვენი უნიტაზები ვერ იქნება ქათქათა და კრიალა, მის გარეშე უნიტაზის დანახვა შეგვძულდება...
და თუ გავითვალისწინებთ, როგორი განუყოფელია უნიტაზი ჩვენი ყოფისათვის, არც იმის გააზრება უნდა გაგვიჭირდეს, რამდენად საჭირო ნივთია ტუალეტის ჯაგრისი.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თემა არ არის უშუალოდ შენი სულის ამოძახილი და მხოლოდ სხვა, ასე მფიქრალი ხალხის გამოვლენას ემსახურება
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე