ეს ეკლესია იყო კულტურული ძეგლი, ამ ფორმით და ამ მშვენებით. მაგრამ სამწუხაროდ ეს უნიკალური კულტურული ძეგლი აღარ არსებობს.

მაგრამ ის რასაც მოფრთხილება ჭირდებოდა პირიქით დაანგრიეს

ახალი ფორმა მისცეს. ძველ თავსმოეხვეულ ბიზანტიურ სტილში გადააკეთეს.
ასე გამოიყურება ახლა:


დამატებითი ინფო აქ -
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეათე თვეა ბათუმში წმ. ბარბარეს ეკლესიის რეკონსტრუქცია უკანონოდ მიმდინარეობს. ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია და მას კანონი იცავს, თუმცა მისი რეკონსტრუქცია უკანონოდ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
2014 წლის 11 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო ხელყოფისათვის საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, შოთა გუჯაბიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა რეაგირებისათვის. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს მოკვლევა.
წმ. ბარბარეს ეკლესიის სააღრიცხვო ბარათში აღნიშნულია, რომ შენობა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და ამ ადგილას მდებარე ძველი ჰოსპიტალის შენობების დანგრევის შემდეგ (1990 – იანი წწ.) ეკლესიამ ქალაქგეგმარების თვალსაზრისითაც შეიძინა მნიშვნელობა, როგორც ძველი განაშენიანების ნაწილმა.
http://batumelebi.netgazeti.ge/news/8728/#...m.WeolXJwB.dpufუჩივლეს კულტურული ძეგლის განძრახ განადგურებისთვის, თან ეს პროცესი დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ პოლიცია - სახელმწიფო ხმის ამოღებას ვერ ბედავს.
ეს ეკლესია რომ წართეული ეკლესია ეს ცალკე საკითხია, მაგრამ გვაქვს ასეთი ღია უთანასწორობა. რატომ არ მოქმედებს ყველა დამნაშავეზე კანონი თანაბრად?