მოდულის შენობის წინ პარკინგი ეკუთვნის სითი პარკს. აქედან გამომდინარე ვისაც სითი პარკი გადახდილი აქვს კანონით უფლება აქვს მანქანა გააჩეროს და დააპარკინგოს მოდულის შენობის წინ პარკინგზე.
მაგრამ....
ღამით გვიან მივედი პარკინგთან, ადგილები იყო პარკინგზე თავისუფალი, დავაყენე მანქანა და მოვიდა დაცვა/ჯარისკაცი და მეუბნება:
დცვ:- თანამშრომელი ხარ?
მე: - არა
დცვ: - არ შეიძლება გაჩერება, თუ თანამშრომელი არ ხარ
მე:- კი მაგრამ სითი პარკის ნიშანი რომ არის?
დცვ:- უფროსმა აგვიკრძალა
მე:- კანონით უფლება მაქვს აქ დავაყენო მანქანა
დცვ:- უფროსი მოვიყვანო?
მე:- კი დაუძახე.
დაცვა/ჯარისკაცმა უცებ დაინახა ორი პოლიციელი სავარაუდოდ მოდულის თანამშრომლები და იმათ ეუბნება რომ არ მემორჩილება აქ ხომ არ შეიძლება გაჩერებაო.
მე იმათაც ვუხსნი რომ პარკირების ნიშანი მაძლევს უფლებას მანქანა აქ გავაჩეროთქო, და პოლიციელებმა- წადი იქეთ გააჩერე ადგილების მეტი რა არისო და მიმითითეს გზის მეორე მხარეს

რა სალაპარაკოს ხდი ამდენსო
ვერაფერი ვერ ვქენი

ერთი ის ვუთხარი ბოლოს მაშინ მოხსენით ეს დედამ#### ნიშანითქო

რა უნდა გავაკეთო ასეთ დროს? ვინ უნდა დამიცვას? ან როგორ დავამტკიცო რომ მართალი ვარ?
იქნებ იურისტებმა მირჩიოთ, ასეთ დროს პატრული დამეხმარება? თუ მოდულის თანამშრომლებთან ჩაიჯვამს?
This post has been edited by მამა-ჯეMალი on 24 Dec 2016, 02:31