ხო, მაგრამ რაღა აზრი აქვს
http://www.sportall.ge/kalatburti/uckhouri...-fachuliaa.html ორგანიზატორებმა NBA-ს "ოლ სტარის" გამოკითხვის პრინციპი შეცვალეს, მიზეზი ფაჩულიაა?
16:26 20-12-2016
წელს NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის ორგანიზატორებმა ხმის მიცემის პრინციპი შეცვალეს. ამიერიდან, ფანების ხმები საერთო ქულების მხოლოდ 50%-ს შეადგენს, ხოლო 25%-25% დაემატება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელებისა და მედიის წარმომადგენლებისგან.
2017 წლის NBA ALL-STAR-ის სასტარტო კალათბურთელების გამოვლენას ფანები 25 დეკემბრიდან დაიწყებენ. მატჩი კი 19 თებერვალს ახალ ორლეანში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შარშან ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 228 ხმა დააკლდა NBA ALL-STAR-ში მოსახვედრად. ქართველმა ცენტრმა 768 ათას ხმაზე მეტი მიიღო, რამაც ამერიკულ მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან ზაზამ ხმებით უკან მოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ტიმ დანკანი, დემარკუს კაზინსი, ბლეიკ გრიფინი და დრეიმონდ გრინი არიან.
ჯერ კიდევ მაშინ აქტიურად განიხილავდნენ, რომ გამოკითხვის პრინციპი დასახვეწი იყო.