საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.
ცვლილებების თანახმად, „ადევნება“ განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ცვლილებების თანახმად, ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც „სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი“ დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებით სტერილიზაციაც.
კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისთვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...eba-khdeba.html