“საქართველოს ბანკის” მფლობელობაში გადასული “რუსთავის აზოტიდან” 350 თანამშრომელი გაათავისუფლეს
„საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისთან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეებმა „რუსთავის აზოტიდან“ 350 თანამშრომლის გათავისუფლება გააპროტესტეს. აქციაში გათავისუფლებული თანამშრომლები, სტუდენტური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ჟურნალისტებს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, 350 ადამიანი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. „მივედით სამსახურში და ვნახეთ, რომ ჩვენი საშვები გაუქმებული იყო. მოვითხოვეთ ახსნა-განმარტება, თუმცა, არავის არაფერი აუხსნია. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს და მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას”, – აცხადებენ „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლები. მათი თქმით, გათავისუფლების პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც „რუსთავის აზოტი“ „საქართველოს ბანკის“ მფლობელობაში გადავიდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სულ „რუსთავის აზოტიდან“ 700-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება.
გარდა ამისა, პროფკავშირები მიუთითებენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლების გარდა, „რუსთავის აზოტის“ მფლობელები მუშების უფლებებს კაბალური კონტრაქტებით არღვევენ, რომელსაც მოქმედ თანამშრომლებს უდებენ. გათავისუფლებული თანამშრომლები აპირებენ სასამართლოს მიმართონ. გარდა ამისა, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. პირველი აქცია უკვე ჩანიშნულია და ხვალ, 09.00 საათიდან „რუსთავის აზოტის“ შესასვლელთან გაიმართება.\
სად საქართველოს ბანკი, სად რუსთავის აზოტი
ცირკია რა