გოცირიძემ კოლეგებს დღეს იეთიმ გურჯის სიტყვებით მიმართა.
”გახსოვთ, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას რომ შეგეშალათ და ჰიმნის ნაცვლად ”შალახოს” უკრავდით. ახლა მობილურს ჩავრთავდი და აი, აქ იეთიმ გურჯს დავუკრავდი: რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია, ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია! - მკვდარია საკონსტიტუციო სასამართლო. ვის შევჩივლოთ?! - რუსთაველი მოკლა მანანა კობახიძემ თქვენი თამადობით. სად გავასაჩივროთ?! - ახლა იეთიმ გურჯს მოვიტან და ვამღერებ აქ, მეორედ რომ მოვალ!”, - მიმართა კოლეგებს გოცირიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.