#50116547 · 11 Mar 2017, 11:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის იდეა - რომელმაც შეიძლება მთლიანად შეცვალოს ევროპის მომავალი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტეგრირების ხარისხი იქნება სხვადასხვა და დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ სიტუაციაზე კონკრეტულ ქვეყანაში. არ იქნება სავალდებულო, რომ ყველა ქვეყანამ ყველა პროექტში მიიღოს მონაწილეობა, რომ განვითარებულ ქვეყნებს მიეცეთ შემდგომი სწრაფი განვითარების საშუალება და არ შეფერხდნენ იმ ქვეყნების გამო, რომლებიც ვერ აუბამენ მხარს ამ პროცესს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ევროკავშირში იქნება 15 მეტად ინტეგრირებული და 12 ნაკლებად ინტეგრირებული ქვეყანა.
მიუხედავად იმისა, რომ იდეა გაჟღერდა დაახლოებით ერთი კვირის წინ, საქართველოს საინფორმაციო საშუალებებში არ ყოფილა არცერთი სიტყვა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არავინ მსჯელობს, როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოს ევროპულ მომავალზე. ძირითადად ციანიდებით არიან ქვეყანა და პოლიტიკის ექსპერტები დაკავებული - კალიუმის ჯობია თუ ნატრიუმის.
|