ბიოგრაფიის წერას თავს ვარიდებ, სამაგიეროდ ვდებ ქართული ვიკიპედიის ლინკს
ელ გრეკოს შესახებ.
გენიოსი, რომელიც კაცობრიობამ მხოლოდ მეოცე საუკუნეში შეაფასა . წარმოშობით ბერძენი... ბერძნულ/ბიზანტიური და დას. ევროპული მხატვრობის თავისებური სინთეზი, რომლის წინაშეც მხოლოდ თავის დახრაღა დაგვრჩენია. ტოლედოს პეიზაჟი ფერების საოცარი სიმფონია და, ამავე დროს, აპოკალიფსური დისჰარმონიაა.

ქრისტიანული სათნოების მომაჯადოებელი მშვენიერება. ადამიანური გრძნობები, ოლიმპიურ სიმშვიდეში განფენილი...

მარადიული ვედრება და სინანული.რწმენა...ქრისტე...

ნატიფი ქრისტეანიზმი. (არა)ადამიანური, ღვთაებრივი იმპრესია...

როდესაც სიტყვებიც კი ზედმეტია...

ბერძნული ხატები...სახეები, რომლებიც ამ ორი სამყაროს შინაარსია...

საოცარი კონტროვერსია. ბერძნული და ქრისტიანული, ნეოპლატონური ერთიანობა და ამავე დროს პარალელიზმის დამშლელი წინააღმდეგობა. ფრიდრიხ ნიცშე:
"ბერძნები _ძველი დროის ყველაზე ჰუმანური ადამიანები,_საკუთარ თავში ატარებდნენ სისასტიკის ნიშნებს, რომელიც განადგურების წყურვილით მოცული ვეფხვის ღირსია. ალექსანდრე იძლევა ბრძანებას, რომ ფეხები დაჩეხონ ღაზის სახელოვან დამცველს ბატიდასს და შემდეგ ცოცხლად მიაბან მის საბრძოლო ეტლს...როცა ქალაქების ბრძოლებში გამარჯვებული, ომის კანონის "უფლებით", სიკვდილით სჯის ყველა მამაკაცს და მონებად ყიდის ყველა ქალსა და ბავშვს...ჩვენ ვხედავთ, რომ ბერძენი სერიოზულ აუცილებლობად მიიჩნევდა სიძულვილის გადმონთხევას.
კითხვაზე:"რა საჭიროა ბრძოლებისა და გამარჯვებების ამგვარი ცხოვრება?"_ელინ გენიოსს სხვაგვარი პასუხიც ჰქონდა მზად, რომელსაც იგი მთელი ბერძნული ისტორიის მანძილზე იძლეოდა...
მთელი ბერძნული სიძველე ფიქრობს ბოღმასა და შურზე სხვაგვარად, ვიდრე ჩვენ, და მსჯელობს როგორც ჰესიოდე, რომელიც ერთ ერიდას ახასიათებს როგორც ბოროტს, სწორედ იმას, ვისაც ადამიანი მტრული ურთერთგანადგურებისაკენ მიყავს და ამასთან ერთად, ადიდებს მეორე ერიდას, როგორც კეთილს_მას, ვინც ეჭვის, მტრობის, შურის საფუძველზე აიძულებს ადამიანს ქმედებისაკენ, მაგრამ არა გამანადგურებელი ომებისაკენ, არამედ შეჯიბრებებისაკენ.
ძველი ადამიანების აგონალური(შეჯიბრებითი) აღზრდის მიზანს წარმოადგენდა ერთიანობის სიკეთე, სახელმწიფო საზოგადოების სიკეთე. ყოველ ათენელს, მაგალითად, შეჯიბრებით იმდენად უნდა განევითარებინა საკუთარი "მე", რომ მას ათენისათვის რაც შეიძლება მეტი სიკეთე და ნაკლები ვნება მოეტანა. ეს არ იყო უსაზღვრო და განუზომელი პატივმოყვარეობა:მშობლიური ქალაქის კეთილდღეობაზე ფიქრობდა ახალგაზრდა, როცა ის მონაწილეობდა შეჯიბრებებში სირბილში, ბადროს ტყორცნასა თუ სიმღერაში; თავის ქალაქის ღმერთებს უძღვნიდა იგი გვირგვინებს, რომელსაც მსაჯი პატივისცემით ადგამდა თავზე. ყოველი ბერძენი ბავშვობიდანვე გრძნობს საკუთარ თავში მწვავე სურვილს, რომ მონაწილეობდეს ქალაქების შეჯიბრებებში, რომ იყოს თავისი ქალაქის კეთილდღეობის იარაღი:ამით ხდებოდა მისი პატივმოყვარეობის გახელება და ამითვე იზღუდებოდა იგი და ხდებოდა მისი დაოკება."
ნიცშეს აზრით, ადამიანმა, რომელიც გრძნობს თავისი ბუნების ორმაგ ხასიათს, უნდა ისწავლოს ცხოვრებისგან სიხარულის, სიამოვნების მიღება. ამ თვალსაზრისით იდეალური და აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანები იყვნენ ძველი ბერძნები. ისინი ინტუიტურად გრძნობდნენ სამყაროს დისჰარმონიას, მაგრამ მათ გააჩნდათ სიბრძნე და ძალა და ამიტომაც მათი შიში გარდაიქმნებოდა ამაღლებულ ბედნიერ გაოცებად. სამყარო ეს თამაშია და მასში უნდა ჩაერთო, მაგრამ იგი არ უნდა აღიქვა სერიოზულად და არ უნდა ეძებო მასში ზნეობრივი საფუძვლები. მოგვიანებით ეს ჯანსაღი შეხედულება, ნიცშეს აზრით, ამოძირკვა ქრისტიანობამ მისი საყოველთაო კეთილდღეობისა და სხვა "მოჩვნებითი" თეორიებით.
მე მგონი ახლა უფრო გასაგებია, თუ რატომ ვსაუბრობდი კონტროვერსიებზე და წინააღმდეგობრივ ხასიათზე ელ გრეკოს შემოქმედებაში. სალაპარაკო მართლაც ბევრია.
This post has been edited by მოდუსი on 1 Sep 2007, 22:52