“მოძრაობა თანასწორობისთვის” - არა საპირფარეშოების სქესობრივი ნიშნით დაყოფას“მოძრაობა თანასწორობისთვის” საპირფარეშოების სქესობრივი ნიშნით დაყოფის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის
და სახალხო დამცველის მისამართით ონლაინ პეტიციას ავრცელებს.
პეტიციის თანახმად, საპირფარეშების სქესობრივი ნიშნით დაყოფა არაკონსტიტიუციურია
და ეს მათ კონსტიტუციით დელეგირებულ და ფუნდამენტურ უფლებაში პატრიარქარული მჩაგვრელი ტრადიციებით ინსპირირებულ უხეშ ჩარევას წარმოადგენს.
"საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია
და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა,
ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ კონსტიტუციით დელეგირებულ და ფუნდამენტურ ჩვენს უფლებაში
პატრიარქარული მჩაგვრელი ტრადიციებით ინსპირირებული ჩარევის აღკვეთას,
ვინაიდან ყველა ადამიანი თანასწორია მათ შორის სქესის განურჩევლად, იგი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს
როგორც საკუთარი გენდერული იდენტობა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ისე სად და როდის, ან ისარგებლოს თუ არა საპირფარეშოთი."
http://www.geomediatv.ge/%E1%83%9B%E1%83%9...83%97%E1%83%95/https://manifest.ge/main/item/1423კომენტარისგან თავს შევიკავენ. ან ვიღაც მაგრად ტროლაობს და ან მთლად გარეკეს ლიბერალებმა.
შეგახსენებთ, რომ ასეთი რეგულაცია მართლა მიიღეს აშშ-ში ობამას დროს და არაფერია გამორიცხული.
This post has been edited by androabuladze on 3 May 2017, 22:07