ეს ძაან ძველი ამბავია.
აკადემიაში ვსწავლობ ჯერკიდევ...
ტესტი მქონდა ჩასაბარები და ისეთი მომენტია რომ არ ვიცი რა კითხვები იქნება და ამბობენ, რომ ძაან რთული ტესტიაო..
ეს ტესტი კომპიუტერზე უნდა ჩაბარდეს.
ბათუმში კი იყო ადგილები სადაც კომპიუტერები ჰქონდათ, ხალხი ფულს იხდიდა და ემზადებოდა ამ ტესტში. ტესტს გადიოდეს, იქ სწორი პასუხები იყო და სწავლობდენ..
ხო, ტესტი ინგლისურად არის მხოლდ..
ერთი მეზობელი მყავდა და მე დავდივარ მანდ. ვემზადები ტესტზეო. შენაც წამოდი და მოემზადეო. მე რო მივედი, მკითხა ინგლისური თუ იცი და მეთქი არ ვიციო. ხო და იმ ქალმა მითხრა თუ არ იცი ინგლისური მე როგორ აგიხსნა რამე ამ ტესტშიო. დაჯექი და დაიზეპირე სურათებით და რაღაც რაღაც ხერხებითო... შენ კი იცი ინგლისური და რომ რამე შენ აგიხსნის რაღაცა კითხვებს დეტალებშიო...
მეთქი კარგი..
მეორე დღეს მივედით. ეს ქალი იყო ვინც ამზადებდა ამ ტესტში..
ეს ქალი მეუბნება, რომ არ არის პრობლემა თუ მომზადება გინდა. ფასი მითხრა რამდენი იყო გადასახდელი და მეკითხება ინგლისური თუ იციო..
მეთქი ინგლისური ვიცი ძაან მაგრა. ინგლისურში პრობლემა არ მაქვს. ნებისმიერი რამ შემიძლია წავიკითხო და გადავთარგმნო მეთქი..
3 წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა და ეს ქალი მეუბნება:
ხო და თუ იცი ინგლისური, მე რაღა აგიხსნა?! აგერ არის ტესტი, დაჯექი და ისწავლე..
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.