#50661868 · 30 May 2017, 06:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ,1 თვის წინ დიაგნოზი დამისვეს ლავიწის ძლივს ქვედა ნაწილის ძვრა,ექიმმა მხოლოდ მაზი დამინიშნა და ფიქსატორი,რომელიც გავიკეთე 1 კვირა,მეტი ვეღარც გავძელი საშინელებაა მაგის ტარება,1 თვე გავიდა მაგრამ იმ არეში მაინც არის ამობურცული,დასიებული. თავიდან იყო ეჭვი რომ საოპერაციო გავხდებოდი მაგრამ უფროსმა ექიმმა არაო. ამ 1 თვის მანძილზე თუ ისევ დასიებული მაქვს ესეიგი ეგრე შეხორცდა და საოპერაციო მაქვს? შეიძლება თუარა მსგავსმა ტრავმამ ამდენი ხნით დატოვოს დასიება? ანუ ეგ მაინტერესებს თუ ვინმემ იცით ან შემთხვევა გქონიათ მსგავსი რომ 1 თვე დასიებული გქონოდეთ? ხელს რომ ვაჭერ არმტკივა საერთოდ,ხოლო ხელის მაღლა აწევისას ოდნავ მწიწკნის ტრავმირებულ არეში.
|