13-15 ივნისის ჩათვლით ჩატარდება უკვე ტრადიციული, ყველაზე დიდი მოვლენა თამაშების ინდუსტრიაში - E3 2017.
კონფერენციის დროები თბილისის დროით:Electronic Arts - 10 ივნისი - 23:00 (E3-ის წევრად ოფიციალურად არ ითვლება, მარა ფორმალურად სწორედ 10-ში ჩაითვლება E3 გახსნილად) მოსალოდნელი რელიზები:
Star Wars Battlefront II, ახალი
Need for Speed, Madden 18, FIFA 18 ,
NBA Live 18.
ასევე EA-ს განცხადებით რამოდენიმე სიურპრიზიც ელით მოთამაშეებს.
Microsoft - 12 ივნისი - 01:00ცენტრალური თემა კონფერენციის იქნება ახალი კონსოლი
Xbox Scorpio, დანამდვილებით იქნება თამაშებიდან
State of Decay 2 და
Sea of Thieves. ინფორმაციას უნდა ველოდოთ
Crackdown 3-ზე, და დაანონსდება ახალი
Forza Motorsport 7.
ასევე შესაძლოა გავიგოთ ინფორმაცია ახალი ექსკლუზივების შესახებ.
Bethesda - 12 ივნისი - 08:00Bethesda-ს კონფერენციაზე ზუსდტად იქნება VR- ვერსიები
Fallout 4-ის და
Doom-ის, და მოსალოდნელია ორი ახალი ანონსი -
ახალი Wolfenstein და
The Evil Within 2.
PC Gaming Show - 12 ივნისი - 21:00 ძირითადად VR ანონსები, მაგრამ ამასთან ერთად მოსალოდნელია ხმამაღალი პრეზენტაციები სხვადასხვა PC პროექტების.
Ubisoft - 12 ივნისი - 00:00Far Cry 5, ახალი
Assassin's Creed,
Crew 2,
South Park: The Fractured But Whole, ეს ყველაფერი უკვე დაანონსდა წინა თვეს, მარა E3-ზე უეჭველი ვიხილავთ დეტალურ Gameplay-ს. ბოლოს არ დავივიწყოთ Ubisoft-ის უკვე ტრადიციად ქცეულ ახალი IP-ის ანონსი კონფერენციის დასასრულს.
Sony- 13 ივნისი - 05:00სონის მოულოდნელი ანონსების გარეშეც საკმაოდ ძლიერი თამაშების სია უგროვდება. წარდგენილი იქნება შემდეგი თამაშების პრეზენტაციები:
God of War, Uncharted: The Lost Legacy, Detroit: Become Human, Gran Turismo, Days Gone, Spider-Man, Knack 2 და ასევე იმედია აჩვენებენ
The Last of Us 2. კონფერენციას 100%-ით ტოვებს ჰიდეო კოჯიმა თავისი ამბიციური პროექტით
Death Strandingრაც მან უკვე განაცხადა ტვიტერზე.
Nintendo - 13 ივნისი 21:00კონფერენციაზე უნდა ველოდოთ ექსკლუზივების ანონსს ნინტენდოს ახალ კონსოლზე Switch-ზე. დაზუსტებით იქნება:
Super Mario Odyssey, ARMS და
Splatoon 2.
საყურებელ ლინკებს მოგვიანებით დავდებ.
წინა თემის ლინკები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Levson on 9 Jun 2017, 22:56