რამდენიმე კვირის წინ გავხსნეი თემა იმასთან დაკავშირებით, რომ განყოფილება მიდის უკან-უკან და როგორც მინიმუმ საჭიროა ახალი მოდერატორები. როგორც მოსალოდნელი იყო თემას მოყვა გმოხმაურება და განყოფილების ერთადერთი მეტნაკლებად აქტიური მოდერატორის ჩარევით გადავწყვიტეთ ამ ყველაფრისტვის უფრო სერიოზული სახე მიგვეცა.
გაიხსნა
შესაბამისი თემა რომელიც სამწუხაროდ "ჩიხში" შევიდა და სადაც თვით აიმომაც დაწერა შემდეგი:
ამ ყველაფრის ფონზე იურიდიულს რომ თავი გავანებოთ გვაქს ყველანაირი მორალური უფლება ჩვენვე მოვაგვაროთ მოდერატორობის საკითხი.
პირველ რიგში გადავწყვიტეთ შევქმნათ განყოფილების მოდერატორობის მსურველთა ბაზა და პირობების შეთანხმების შემდეგ ჩავატაროთ "დე ფაქტო" არჩევნები. რომელსაც ჩემი დიდი ვარაუდოთ აუცილებლად ექნება შედეგი. სწორედ მოდერატორობის კანდიდატობის მსურველების რეგისტრაციას ეხება ეს თემაც.
მოგმართავთ ყველა იუზერს:
ამ თემაში წერენ მხოლოდ მოდერატორობის მსურველი იუზერები. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს შეთანხმება და პატივი სცეთ იუზერების გადაწყვეტილებას. თუ რომელიმე იუზერი ამ შეთანხმებას დაარღვევს ძალიან გთხოვთ დანარჩენებმა შეინარჩუნეთ სიმშვიდე. სიტუაცია რომ არ აირიოს გთხოვთ ნუ გამოეხმაურებით მსგავს ნაწერებს, უბრალოდ გაატარეთ ასეთი იუზერის პოსტი. მოდერატორი არ გვყავს და ამიტომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა ვაკონტროლოთ.
მოგმართავთ მოდერატორობის მსურველებსშემდეგი 24 საათის განმავლობაში ამ თემაში დააფიქსირეთ თქვენი სურვილი
მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთი პოსტით. სურვილისამებრ რა თქმა უნდა შეგიძლიათ პოსტში მიუთითოთ რატომ გსურთ მოდერატორობა, რატომ უნდა აგირჩიონ იუზერებმა და ა.შ მოკლედ რასაც ჩათვლით საჭიროდ წინასაარჩევნოდ. ოღონდ გთხოვთ იყოთ მაქსიმალურად ლაკონურები.
მოდერატორობის კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
1. მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი ფორუმზე
2. მინიმუმ 1000 პოსტი
3. ყველაზე აქტიური უნდა იყოთ ამ განყოფილებაში.
სამივე მონაცემის გადამოწმება ელემენტალურია, ასე რომ ძალიან გთხოვთ თუ რომელიმე ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებთ ტყუილად ნუ გაირჯებით.
დანარჩენი დისკუსია მოდერატორობის საკითხთან დაკავშირებით მიდის
ამ თემაში.
24 საათში თემა იხურება და შეთანხმებული წესებით, შეთანხმებულ დროს დაიწყება დაფიქსირებული კანდიდატების ე.წ არჩევნები.
კიდევ ერთხელ გთხოვთ სერიოზულად მიუდგეთ საქმეს.
და ბოლოს, რადგან ხშირია შემთხვევები როცა იუზერები არ კითხულობენ თემის პირველ პოსტს და მხოლოდ ბოლო პოსტებიდან გამომდინარე წერენ გთხოვთ თითოეულ კანდიდატს, რომელიც დააფიქსირებთ თქვენს თავს თემაში, თქვენი პოსტის ბოლოს მიუთითოთ, რომ ვიდრე თქვენს შემდეგ დაპოსტავენ წაიკითხონ თემის პირველი პოსტი. დაახლოებით ასე:
P.S ვიდრე რამეს დაწერდეთ გადახედეთ თემის პირველ პოსტს This post has been edited by gaucho on 15 Jun 2017, 19:11