სურათებზე ჩანს ავარია სადაც პატრულმა მე გამამტყუნა.
მოტოციკლით მოვდიოდი მაკდონალდის მხრიდან პირდაპირ. ჩემგან მარჯვნივ მყოფი რავ-4 ამოვიდა ქვედა ქუჩიდან შემოყო ცხვირი და დადგა, არ ვიცი რატომ, არ მახსოვს, შეიძლება მანქანები იყო მის წინ. მაგის ლოდინს არ დავიწყებდი და გვერდს ავუვლი თქო გადავწყვიტე.
მერსედესი აპირებდა მარცხნივ ჩახვევას მაგრამ ეგეც იდგა სურათში რომ ჩანს უფრო უკან და სწორად იდგა, მოხვევა არ ქონდა დაწყებული
ხოდა გადავწყიტე მათ შორის გავლა და ამ დროს მერსედედის ქალმა მძღოლმა დაძრა მანქანა და მოტოციკლის გვერდზე სლაიდერში დამარტყა მოხვეული საბურავი, მოტოციკლიდამ გადმოვვარდი და მოტოციკლი ამ რავ-4ს შეეჯახა.
ჩვენებაში მერსედესის მძღოლს დაუწერია გაჩერებული ვიყავი და ისე დამეჯახაო, ანუ მანდ იდგა რატომღაც და მე რატომღაც მოვინდომე მათ შორის უცნაური მანევრით გაძრომა.
ზუსტად ამავე მიზეზით გამამტყუნა პატრულმა, ორივე მანქანა იდგაო. გაჩერებულ მანქანას დაეჯახეო. პრაქტიკულად წარმოუდგენელია ასე გაჩერებულ მანქანებს შორის ისე შევსულიყავი რომ მარტო სლაიდერი (წაქცევის დროს დაზიანებისგან დამცავი დუგია ძრავთან ყენდება) მიმერტყა მერსედესისთვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Hawley on 10 Aug 2017, 23:43