ამ და კიდევ სხვა შენიშვნებმა დამაფიქრა, რომ რაღაცები არ ვიცოდი და გადავწყვიტე, ენციკლოპედიაში ჩამეხედა.
ნუ მე ერთგან ვნახულობ და ვინც სხვაგან რამე განსხვავებულ ცნობებს ნახავს, დადოს.
http://7kingdoms.ru/wiki/%D0%98%D0%BD%D1%8B%D0%B5სტატია დიდია და ბევრი ნიუანსი წერია, მხოლოდ იმას გადმოვიტან, რაც აქტუალურად მივიჩნიე.
1. თეთრი მოხეტიალეები (/მიღმიერნი) 
არ არიან მკვდარი.თვითონ ჯორჯ მარტინი მათ სიდებს ადარებს კელტური მითოლოგიიდან.
ისინი არც ადამიანები არიან, თუმცა ადამიანებს ჰგვანან. რძესავით თეთრი კანი აქვთ და კაშკაშა ლურჯი, მანათობელი თვალები. მაღალი და ტანადი არსებები, მოძრაობისას ხმას არ გამოსცემენ.
თეთრ მოხეტიალეებს აქვთ ღია ცისფერი სისხლი და თეთრი ძვლები, თუმცა სიკვდილის შემდეგ მათი ხორცი და ძვლები სწრაფად დნება და ორთქლად გადაიქცევა; ბოლოს მისგან არაფერი რჩება. ობსიდიანის (დრაკონის ბროლის) დანა მათ სხეულში შედის ბგერით, რომელიც ყინულის ხრაშუნს ჰგავს. 
მიღმიერთა მახვილები ცისფერ შუქთან თამაშობს, ბასრია და გამჭვირვალე, როგორც საუკეთესო ბროლი. ფოლადის მახვილზე დარტყმისას ავადმყოფური წივილი ისმის. მათი აბჯარიც სხეულივით ორთქლდება. მათი მახვილის მასალაზე მარტინი ამბობდა, რომ ეს ყინულია, მაგრამ არა ჩვეულებრივი ყინული. თეთრ მოხეტიალეებს ყინულით ისეთი რამეების კეთება შეუძლიათ, რაც ჩვენ არ დაგვესიზმრება, მათ შორის, სხვადასხვა ნივთებისო.
2. მიღმიერებს აქვთ 
საკუთარი ენა, რომელიც ადამიანებს არ ესმით. მათი მეტყველება ყინულის ლაწალუწს ჰგავს გაყინულ ტბაზე. ამ ენას სერიალის დამატებით მასალებში სკროთი (skroth) უწოდეს. დაჭრილი თეთრი მოხეტიალე, ყვირილის ნაცვლად, გამაყრუებელ ღრჭიალს გამოსცემს.
სკროთი, სერიალის სხვა ენების მსგავსად (საერთო ენა, პირველი ადამიანების ენა, ტყის შვილების ენა, მაღალი ვალირიული, თავისუფალი ქალაქების დიალექტები, დოთრაკიული, კვარტის ენა, გისკარების იმპერიის, ასშაიური და ა.შ.) შექმნა დევიდ პიტერსონმა, თუმცა ფაქტობრივად, ის გამოუყენებელი დარჩა. სანაცვლოდ სერიალში "ყინულის მტვრევის ხმას" იყენებენ.
3. ღამის მეფის ლეგენდა ამბობს, რომ თეთრ მოხეტიალეთა შორის 
ქალებიც არიან: მომავალმა ნაიტ კინგმა კედლიდან დაინახა ქალი "მთვარის შუქივით თეთრი კანით და ვარსკვლავებივით ლურჯი თვალებით". მისი სხეული ყინულივით ცივი იყო, მაგრამ ღამის მეფემ შეიყვარა იგი და თავის თესლთან ერთად თავისი სულიც მისცა. ის ჩვენი ცოდვით სავსე, მეორე ჯორჯ მარტინი და სტარკების ძიძა ნენი ამტკიცებდა, რომ გრძელი ღამის დროს გაველურებულთა ქალები თეთრ მოხეტიალებთან წვებოდნენ და საშინელ ნარევსისხლა ნაშიერებს შობდნენ, რომლებშიც ცოტა იყო ადამიანური. თუმცა, ეს მხოლოდ ზღაპრები იყო.
და კიდევ რა, როგორც აქ უკვე მიპასუხეს შეკითხვაზე, ღამის მეფე ტელესერიალშია მიღმიერთა მეთაური, წიგნში კი ნაიტ კინგი მხოლოდ ძველ დროთა ლეგენდებში იხსენიება.
კტრები კი რა, კტრები არიან და არიან.
ოღონდ წყალში რატომ დაიხრჩვნენ, ეგ ვეღარ გავიგე - ისინი ხომ არ სუნთქავენ 

აი, ორნაირად გაცოცხლებაზე - ხელით შეხებით და დისტანციურად - ვერაფერი ვნახე.
Tom Brady