”პატრიოტთა ალიანსი” კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით ხვალ აქციას გამართავს
”პატრიოტთა ალიანსი” ”ვარდების მოედანზე” კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით ხვალ აქციას გამართავს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, „პატრიოტთა ალიანსის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა თამარ ბოყოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თამარ ბოყოველი დღეს რაიონის ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავს, რომელზეც საარჩევნო პროგრამის გაცნობასთან ერთად, მოსახლეობას ხვალინდელ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
როგორც თამარ ბოყოველმა აღნიშნა, პარტია მოუწოდებს ყველას, კონსტიტუციასთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულება გამოხატონ.
”მოვუწოდებთ საზოგადოებს, ნუ იქნებიან ნიჰილისტურად განწყობილი არჩევნების მიმართ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუცია არ შეცვალოს. იქნება მმართველი პარტია მოვიდეს გონს და კონსტიტუცია თავზე არ დაგვახიოს“, – განაცხადა ბოყოველმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...gamarthavs.html„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხვალიდან დაგეგმილი საპროტესტო და შიმშილობის აქცია დაანონსა. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, აქციები და შიმშილობა პერმანენტულ სახეს მიიღებს.
"ჩვენი საპროტესტო აქციების ძირითადი მოთხოვნები იქნება რამდენიმე მიმართულებით. ეს აქცია არ დასრულდება საპროტესტო მსვლელობით და შიმშილობის აქტით. უკვე მზად არის 17 მოშიმშილე, რომელიც 17 სექტემბრიდან დაიწყებს შიმშილობას. ისევ რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით, 24 სექტემბერს ბათუმში იქნება აქცია, 8 ოქტომბერს უკვე შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე "პატრიოტთა ალიანსის" მოთხოვნები გააჟღერა.
მოთხოვნები კონსტიტუციურ ნაწილში:
1. საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ ტერიტორიულო მთლიანობის აღდგენა სახელმწოფოს უპირველესი ამოცანაა;
2. კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა;
3. უნდა აღდგეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა;
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი;
5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს.
მოთხოვნა პოლიტიკურ ნაწილში:
1. შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის "საქართველო-ნატო-რუსეთის" ამოქმედებაზე, რომელიც უპრეცედენტო პროექტია თავდაუსხმელობის, უსაფრთხოების, საზღვრების უცვლელობის კუთხით. ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან.
მოთხოვნები სოციალურ-პოლიტიკურ ნაწილში:
1. შეიქმნას საბანკო გადასახადების მარეგულირებელი კომისია, რომელიც დაარეგულერებს არა უბრალოდ საბანკო კრედიტის პროცენტის მოცულობას, არამედ ჯამში ყველა საბანკო გადასახადს. წლიურად ეს გადასახადი დოლარში უნდა იყოს 6%, ხოლო ლარში 9%, იგივე უნდა ეხებოდეს მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს. ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საბანკო გადასახადების რეგულაცია და პროცენტის შემცირება იმგვარად, რომ მოსახლეობამ თავი დააღწიოს საბანკო ტერორს და მძევლებს;
2. შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული დაზარალებულის საქმეს და კონკრეტული ოჯახების საკითხს ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით გადაწყვეტს;
3. დაიწყოს ხელახალი აღწერა და სოციალური შემწეობა აღუდგეს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც უსამართლოდ გაუუქმეს. შეიცვალოს ე.წ. კრიტერიუმების, ქულების მინიჭების სისტემა.
https://imedinews.ge/ge/archevnebi/27697/pa...qtsiebs-itskebsმოკლედ, პოპულისტური მოთხოვნების მიღმაა მთავარი
რუსული მოთხოვნა "საქართველო-ნატო-რუსეთის"
ნეტავ რომელი პარტიები შეუერთდებიან ამ ბომჟთა ალიანს ძალიან მაინტერესებს