***
მამცნე საიდუმლო შენი
იდუმალო მთვარევ,
მარტოობის საიდუმლო
მიტოვებულ ცაზე
***
კოსმოსური ფლუიდები...
მოგტაცებენ კოცნას,
სადღაც თანავარსკვლავედში
გალაქტიკა როკავს,
***
მშვენიერო "ბელლა ლუნა"
გამინათე ღამე,
მომივლინე ვარსკვლავთცვენა
ჩავიფიქრო რამე
***
ციმციმებენ ვარსკვლავები
ფეიერვერკობს ღამე,
იღიმება დედოფალი
იდუმალი მთვარე
***
აზიდული წარბებიდან
მოციმციმე თვალნი,
ვარსკვლავებით მოხატული
უძირო ცის თაღი...
... ჰო, აღარც კი მახსოვს როდიდან მიყვარს თვალები ცაში და თვალებში ცა, როცა მგონია ცაში თვალებს ვუყურებ და ამ დროს თვალებში ვუმზერ ზეცას... ეს "ბელლა ლუნა" კი შენ - ჩემო ცის ქალბატონო!
ამ ღამეს "მთვარის" დაბადების დღეა და მივულოცოთ მას...ის უბრალო პლანეტა არ არის, ის ყოველი ჩვენი "ფსიქეას" ნაწილია და ამიტომაც ამ პოსტის ადგილი აქ არის...მერწმუნეთ, ამას გეუბნებით მე, პლანეტების მბრძანებელი ბებერი იუპიტერი!
პ.ს.: ვისაც "ლუნა" კარაქი ან მარგარინი ჰგონია, ჩემი თხოვნა იქნება ამ თემას გვერდი აუარონ და სხვაგან გააჭრან.