#51409475 · 28 Sep 2017, 02:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უბრალოდ გულწრფელი სურვილი ვიზრუნო ქართულ ენაზე და შენიშვნა ქართველ ჟურნალისტებს, რატომ თარგმნით ინგლისურიდან არაბულ სიტყვა "ყაიდას", ინგლისელებს არ აქვთ ასო ბგერა "ყ" ამიტომ ითარგმნა ალ-ქაიდად, ჩვენ არათუ ეგ ასობგერა გვაქვს ენაში, არამედ თვითონ სიტყვა "ყაიდაც" დამკვიდრებულია ენაში.
ასე რომ გამოიყენეთ " ალ-ყაიდა" - რიგი, სტილი, წესი (ცხოვრებისა)
და არა უშინაარსო სიტყვა ალქაიდა ან ალქაედა და სხვა .. ასევე ბევრი არაბულ სიტყვაში ქ-ს მაგივრად გამოყენეთ ყ, თარგმნეთ ორიგინალიდან და არა სხვა ენაზე გადამღერებული სიტყვიდან
გმადლობთ ყურადღებისთვის
This post has been edited by martvileli on 28 Sep 2017, 02:04
--------------------
c'est à notre tour!
|