Rust არის ძალიან მაგარი სურვაივალ თამაში.
ხოდა ვაპირებ RPG სერვერის გაკეთებას. სერვერი უკვე მაქვს და საიტიც გავაკეთე:
tsuRvivalrpgმოკლედ დახმარება მჭირდება კარგი იდეების მქონე და ასევე C#-ში გარკვეული ხალხისგან.
ჩვეულებრივ ოფიციალურ ვანილა სერვერებზე, რესტარტის შემდგომ მცირე დროში გარკვეული მოთამაშეები ძალიან დიდ უპირატესობას იღებენ: მალე ქმნიან იარაღებს, ბომბობს და ა.შ. რაც ახალ მოთამაშეებს არ ევასებათ და კაროჩე 1 კვირიან სერვერზე ხალხი მხოლოდ 3-4 დღე თამაშობს, აგრძელებენ მხოლოდ მაგარი მოთამაშეები. RP (role playing) კი საერთოდ ვერ ქაჩავს, არადა მაგარი პოტენციალი აქვს ამ თამაშ მაგ მხრივ. ნუ არის კომუნიტი და მოდ სერვერები, რომელთა ინტერესიც არის ის, რომ იარაღები, ტყვიები ბომბები და სახლების აშენება ძალიან ადვილი იყოს და ამით ბევრ ხალხსაც აგროვებენ და მერე VIP წევრობაში მაგარ ფულსაც ახდევინებენ. ანუ ამ დროისთვის ''ვანილა'' სერვერი არის ყველაზე რთული.
ჩემი იდეა ისაა, რომ გავაკეთო სერვერი, რომელიც ვანილაზე უფრო რთული იქნება და დავარქვა ''მაწონა''.
(გავიცინეთ გვეყო)
მაგრამ რთული და ამავედროს სასიამოვნო როლ-პლეიინგი რომ ჰქონდეს. წარმოგიდგენთ რამდენიმე იდეას, რომელთა დანერგვაც შემიძლია:
ესეიგი, თავიდან რო ჩნდება ტიპი, მუშაობა არ შეუძლია კაროჩე რა, ხეს ვერ მოჭრის და ქვებს ვერ გაფარმავს, მანამ სანამ მუშაობის უფლება არ ექნება. ასერომ ის უნდა მივიდეს მერიაში და აიღოს მუშაობის უფლება (მერიაში მომუშავეც ჩვეულებრივი მოთამაშე იქნება). ასევე იტემები (ნივთები) დავყავი კატეგორიებად, რომელთა წარმოებისთვისაც მოთამაშეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, მაგ: კარგი ნაჯახი და წერაქვი რომ გააკეთოს უნდა ჰქონდეს 'სქილედ ვორქერის' ლიცენზია, რომელიც ასევე მერიაში უნდა შეიძინოს; ტანსაცმლის გაკეტება რომ შეძლოს-მკერავის ლიცენზია უნდა ჰქონდეს და ა.შ. ამ ყველაფრის პლაგინები მაქვს უკვე და მუშაობს ისე როგორც მინდოდა..
გარდა ამისა ვაპირებ თამაშის ტერიტორია დავყო 3 ნაწილად, ენების მიხედვით, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულად მოლაპარაკე მოთამაშეებისთვის, რომელთაც თითოეულს ექნება თავისი მერია, ბანკი, სასტუმრო, საკონსულო და ა.შ.
ხოდა მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ მსგავსი პონტები, დამიკავშირდით და ერთად გავაკეთოთ (რუსულის და ინგლისურის ცოდნა აუცილებელია).
ანუ დახმარება მჭირდება თვითონ სისტემის შექმნაში, უამრავი კარგი იდეის განხორციელება შეიძლება და მერე პატარა რეკლამებს გავუშვებთ სხვა სერვერებზე, ფეისბუქზე, ტვიტერზე და ა.შ. და მოკლედ ხალხით გაივსება სერვერი და VIP-იც მაგრად გაგვეყიდება.
მოკლედ სერიოზული საქმეა. თამაში ყოველ კვირა განახლებას გადის, დაგუგლეთ და დაავიკიპედიავეთ და ნახეთ რამხელა ფული მოხსნეს მაგის შემქმნელებმა. ხოდა ამ იდეის მსგავსი რამ არ გაკეთებულა არცერთ სერვერზე, და სანამ ვინმე ფორუმელი არ მომპარავს ამ იდეას, ჯერ არის დრო