მოგესალმებით თანაფორუმელებო,
ბევრს აღარ ვიცნობ უკვე მარა ძველები მახსოვს ისევ.
ესეთი შეკითხვა მაქვს თუ ხართ ვინმე ინფორმირებული , 12 ოთახში მისვლის შესაძლებლობას მოკლებული ვარ ამ ეტაპზე სამსახურის გამო.
4 აგვისტოს დამიწერეს ჯარიმა , დამავიწყდა გადახდა და გადავიხადე 4 ოქტომბერს 40 ლარის ნაცვლად 120 ლარი.
საქმე გადაეცა სააგსრულებლოს მარა გადახდის ფურცელი რო მივიტანე ჩამითვალეს გადახდა და 20 ლარი კიდე გადამახდევინეს სააგსრულებლოსი. რისი მაინც ვერ გავიგე.
მოკლედ ლიშენიაზე ვარ თუ არა მაგის გარკვევა მინდა .
მადლობა.
პ.ს. რა ინფოც მოვქექე აქაა და სავარაუდოდ არ უნდა ვიყო ლიშენიაზე წესით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე შეიმუშავა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული მართვის უფლების ადღგენის შემდეგი ფორმულა: თუ ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი გადაიხდის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ორმაგ ოდენობას, სამართალდამრღვევს აღუდგება ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისთვის ჩამორთმეული მართვის უფლება, ხოლო თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს – მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელი იქნება დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ერთნახევარი ოდენობის გადახდის (მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის) შემთხვევაში.
მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო შეჩერებული მართვის უფლების დასაბრუნებლად მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საურავი და დამატებით 500 ლარიანი ჯარიმა, თუ მართვის უფლება შეჩერებულია 6 თვის ვადით, ხოლო თუ შეჩერებულია 1 წლის ვადით – საურავთან ერთად 1000 ლარიანი ჯარიმა.