მე 3 კვირა გადავედი ცალკე საცხოვრებლად ბავშვებს რომ მოვრიდებოდი. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ 2-3 დღეში ქუჩაში დავდიოდი ჩვეულებრივად ოღონდ ხალხმრავალ ადგილებში არ მივდიოდი. პირველი 2 კვირის განმავლობაში ტანსაცმელი, სხვა სარეცხი და ჭურჭელი ცალკე უნდა გაირეცხოს. დაახლოებით ერთ კვირაში უკვე სტუმრებიც მოდიოდნენ სახლში, ოღონდ მინიმუმ 2 მეტრის დაშორებით ვსვამდი და მაქსიმუმ კონტაქტი 1-2 საათი იყო. თუ ლისზე გაიკეთა სხივური თერაპიის ცენტრში, შეუძლია ჩაყლაპვიდან 2 კვირაში მივიდეს და გადაამოწმებინოს რადიაციის დონე, სავარაუდოდ უკვე გასული იქნება, შეიძლება მხოლოდ მინიმალური აჩვენოს. ბავშვებთან ერთად დაახლოებით ერთ თვეში დავიძინე, მანამდე მაინც ცალკე მეძინა. გემო თუ აქვს შეცვლილი, მე ფორთოხლის და ალოეს წვენი მშველოდა, დანარჩენი ყველაფერი არეული იყო