Mydoc.ge ინოვაცია ჯანდაცვაში – დიაგნოსტირების პროცესი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების საშუალებით
ბოლო წლებში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მზარდმა განვითარებამ განსაკუთრებული ასახვა ჰპოვა მსოფლიო განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში.
Microsoft, google, apple, IBM და სხვა გიგანტი კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას მედიცინის სხვადასხვა სფეროში.
სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში ამოქმედდა ციფრული ჯანდაცვის პლატფორმა mydoc.ge.
Mydoc.ge ს მეშვებით ხდება საკუთარი ჯანმრთელობით დაინტერესებული მომხმარებლების გამოკითხვა სიმპტომთა, რისკ-ფაქტორთა და სხვა პარამეტრების შესახებ, და ამ ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება სხვადასხვა დაავადებებთა ალბათობების დადგენა სპეციალური ალგორითმების მეშვეობით.
Mydoc.ge ასრულებს გზამკვლევის ფუნქციას პაციენტთათვის:
ახდენს მათ ინფორმირებას სავარაუდო დაავადებათა შესახებ;
ამცნობს პაციენტს, თუ რამდენად გადაუდებელია მდგომარეობა;
აძლევს საშუალებას დაავადებათა მიხედვით შეარჩიოს შესაბამისი ექიმი-სპეციალისტი;
დაგეგმოს ვიზიტი არჩეულ ექიმთან ონლაინ რეჟიმში.
პროექტი Mydoc.ge წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ჯანდაცვის სფეროში უახლესი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გზაზე.
https://news.ge/mydoc-ge/კარგი რამეა, იქნებ ვინმეს გამოგადგეთ,
ჯამრთელობას გისურვებთ.