#51983064 · 11 Jan 2018, 23:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ საქმეში ძაან ბუნდოვანი სიტუაციაა...
პროკურატურამ ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს ბრალი ვერ/არ წაუყენა ამ მაჩალიკაშვილს, ანუ იურიდიულად გამოდის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა სასიკვდილოდ ესროლეს ადამიანს, რომელსაც ბრალი არ წაყენებია იმაზეც კი, თუ რისთვის ესროდნენ, არათუ იმაზე, თუ რატომ უნდოდათ დაკავება/დაპატიმრება...
იურიდიულად ძაან ცუდად იქნება ქვეყნის დემოკრატიულობის იმიჯის საქმე, თუ ეს ყველაფერი სტრასბურგამდე მივა... მაპის და ევროკავშირელობის ბოლო ილუზიებიც გაქრება...
ხელისუფლებიდან ვერავინ გაბედა მაჩალიკაშვილის დაკრძალვაზე ჩასვლა, არადა ეს პოლიტიკურად სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო მეტად ფეთქებადი ვითარების შედარებით განსამუხტავად და სამომავლოდ ძალზედ შესაძლო ტერორიზმის მთელი ტალღის არსებითად საპრევენციოდ...
ბიძომ დღეს აქეთ დატუქსა თავისი დაცვა, მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად რატომ შემაჩერეთო, ანუ სათქმელი არც არაფერი მაქვსო, რაც იმის ფონზე, რომ ყველამ იცის, თუ რა გავლენა აქვს მას ქვეყნის მთელ ხელისუფლებასა და პოლიტიკაზე, ძაან დიდი პოლიტიკური წინდაუხედაობა და შეურაცხყოფაც კია მთელი პანკისის რეგიონის...
მოკლედ, სახელმწიფო კი არა, ბიძოს დიდ ხეებზე მდგარი ცირკის შენობა ქვეყანა ვართ რა...
--------------------
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|