#52040450 · 22 Jan 2018, 12:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველამ იცით ჰაერის დაბინძურების მხრივ რა მდგომარეობა გვაქვს თბილისშიც და ნებისმიერ სხვა ქალაქშიც.
კი შემოვიდა ეს პრიუსები და მიეძალა ხალხი, მაგრამ რანაირადაა პრიუსი "მწვანე ალტერნატივა" როცა 5-7 ლიტრას მაინც მოიხმარს საშუალოდ და მაინც აქვს მავნე გამონაბოლქვი?!
CNG-ს კიდევ ფაქტობრივად არ გააჩნია მავნე გამონაბოლქვი, პრინციპში 0-ის ტოლია, არის რეალურად ეკოლოგიური საწვავი. ასევე არის ორჯერ უფრო ეკონომიური ვიდრე ბენზინი.
ამიტომ, გაუქმდეს ყველანაირი გადასახადი ქარხნულ CNG მანქანებზე, როგორიცაა განბაჟების გადასახადი (და სხვა თუა რამე კიდე). და შესაძლებელია ქარხნულად LPG მანქანებზე დაწესდეს მინიმალური, რადგან ამ უკანასკნელს მაინც აქვს მავნე გამონაბოლქვი მაგრამ ბევრად ნაკლები ვიდრე ბენზინს (და დიზელს ხომ საერთოდ).
ეს შეეხოს მხოლოდ ქარხუნად CNG-ს მქონე (და LPG) მანქანებს და არა გადაკეთებულ-გადმოკეთებულებს.
ამასაც წამოხიკავენ პრიუსებივით და მგონი ხალხიც მასიურად გადავა ასეთ მანქანებზე, რომელიც პრიუსზე უფრო თუარა პრიუსივით ეკონომიური მაინცაა და არანაირი მავნე გამონაბოლქვი პრინციპში არ აქვს.
ჰა, რას იტყვის ფორუმის უხუცესთა საბჭო?
პ.ს. CNG = ბუნებრივი გაზი. LPG = თხევადი გაზი
This post has been edited by piltakva on 22 Jan 2018, 12:39
|