
......
ძვირფასო მკითხველო, 15 იანვრიდან ცნობილი ამერიკელი მკვლევრის, ფრიც სფრინგმაიერის, ბესტსელერი „ილუმინატური საგვარეულოები“ (“Bloodlines of the Illuminati”) მთელი საქართველოს მასშტაბით „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში გაიყიდება. წიგნი ასევე იკითხეთ მაღაზია „ლატერნაში“.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მთარგმნელის წინასიტყვაობა
ცნობილი ამერიკელი მკვლევრის, ფრიც სფრინგმაიერის, ბესტსელერი „ილუმინატური საგვარეულოები“ (“Bloodline of the Illuminati”) მსოფლიოს მმართველი ცამეტი ზემდგომი ძლევამოსილი ილუმინატური საგვარეულოს შესახებ მოგვითხრობს. წიგნში ყოფილი ზემდგომი ილუმინატების, სატანისტების, მაღალ გრადუსში ხელდასხმული მასონების, ცნობილი მწერლების, მკვლევრების, ისტორიკოსების, თვითმხილველების, დამოუკიდებელი წყაროების მოწოდებული ინსაიდერული ინფორმაცია და ავტორის მიერ სამი ათეული წლის მანძილზე წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული უზარმაზარი დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი. წიგნის ავტორი ზემდგომ ილუმინატურ საგვარეულოებს მკითხველს აქამდე უცნობი ისტორიული ფაქტებით აცნობს, რომლებიც ფართო მსჯელობისა და განხილვის საგნად არასოდეს ქცეულა.
წიგნი ოთხ ნაწილად იყოფა:
1. პროლოგი. საიდუმლო საზოგადოებების წარმოშობის ისტორია, მათი როლი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, „ბავარიელი ილუმინატების“ დაარსება და მისი გავლენა შეერთებულ შტატებზე.
2. მსოფლიოს მმართველი ცამეტი ზემდგომი ძლევამოსილი ილუმინატური საგვარეულოს - ასტორის, ბანდის, კოლინზის, დიუპონის, ფრიმენის, კენედის, ლის, ონასისის, როკფელერის, როტშილდის, რასელის, მეროვინგებისა და ვან დეინის -რეალური ისტორია (მათ შორის კრუპისა და რეინოლდსის, ასევე სპეციალური ჩანართი „რუსული კავშირის“ შესახებ).
3. რვა საიდუმლო საზოგადოების წევრთა ჩამონათვალი, მათი თანამდებობრივი რანგირება. ამ საზოგადოებათაგან ოთხის - პილიგრიმთა საზოგადოების, „ქალა და ძვლების“, „ბოჰემური ჭალისა“ და „მგლის თავის“ – წარმოშობის ისტორია, წევრების ვინაობა და მათი თანამდებობრივი რანგირება.
4. ეპილოგი.
წიგნში ასევე საუბარია სხვადასხვა ეპოქაში მოქმედ საიდუმლო საძმოებზე (სიონის პრიორატი, ოპუს დეი, როზენკრეიცერული საზოგადოება და სხვ.), ბრუდერ (ინკუბატორი) ოჯახებზე, ტრავმაზე დაფუძნებული, გონების ტოტალური კონტროლის ფორმებსა და მეთოდებზე, საუკუნეთა მანძილზე საიდუმლოდ მოქმედ გაშვილების სატანურპ როგრამაზე, საერთაშორისო ფონდებზე, გავლენიან კორპორაციებზე, კომპანიებზე, მსოფლიოს მართვის სადავეებთან მდგომ სხვა ძლევამოსილ დინასტიებზე, უნივერსიტეტებზე, ინსტიტუტებზე, კოლეჯებზე, ანალიტიკურ ცენტრებზე, აქტორებზე და ა.შ. ასევე იხილავთ ზემოხსენებული ოჯახების (ასტორი, ბანდი, კოლინზი, დიუპონი, როკფელერი, როტშილდი), ევროპული სამეფო ოჯახების (ორანელები, სტიუარტები, გრაფი დრაკულა და მისი ნათესაური კავშირები პრინც ჩარლზთან), მორმონთა ეკლესიის მეორე პრეზიდენტის, ბრიგამ იანგის, აშშ-ის 25 პრეზიდენტის, ასევე მეროვინგების ილუმინატური საგვარეულოსა და აშშ-ის 11 პრეზიდენტის სისხლისმიერი ნათესაური კავშირების დამადასტურებელ გენეალოგიურ ცხრილებს, დიდი ბრიტანეთის მეფეებისა და სამეფო ოჯახის სხვა წევრების მასონურ ლოჟებში გაწევრიანების თარიღებს, მათ თანამდებობრივ რანგირებას, ილუსტრაციებს, გაეცნობით მაღალი დონის სატანისტური რიტუალებისა თუ საიდუმლო ბიზნესგარიგებების შესახებ, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება ილუმინატებისათვის სასურველი კალაპოტით წარმართეს. ასევე წაიკითხავთ ენოქური მაგიის, პლეიადების, საგუშაგო კოშკებისა და მათი მაგიური დანიშნულების შესახებ.
გაინტერესებთ, რატომ მოკლეს აშშ-ის პრეზიდენტები: ჯეიმს ა. გარფილდი, აბრაამ ლინკოლნი, უილიამ მაკ-კინლი, ჯონ ფიჯერალდ კენედი, მონაკოს პრინცესა გრეის პატრიცია კელი, ამერიკელი მილიარდერი ჰოვარდ ჰიუზი, ილუმინატი დორის დუკი და სხვა ცნობილი ადამიანები?
ვინ დააარსა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია?
ვინ აკონტროლებს შეერთებულ შტატებში მოქმედ ორ მთავარ პოლიტიკურ პარტიას?
როგორ აკონტროლებენ როტშილდები თავიანთ შექმნილ ისრაელის სახელმწიფოს? ებრაელთა მშობლიური კერის დაარსების მიზეზები და ა.შ.
ვინ დააფუძნა სინამდვილეში ორი ძალზე გავლენიანი ცრუ ქრისტიანული მიმდინარეობა - იეჰოვას მოწმეები და მორმონების ეკლესია?
ვისი შვილი იყო ადოლფ ჰიტლერი?
ვინ იყო აბრაამ ლინკოლნის ნამდვილი მამა?
ვინ გაუხსნა როკფელერებს გზა საერთაშორისო სარბიელისკენ?
ვინ იყო საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი და მისი რომელი უკანონო შვილი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს პირველი ლედი?
რაში მდგომარეობდა ორი მსოფლიო ომის დაწყების რეალური მიზეზები?
ამ და სხვა მრავალ საინტერესო, დაუჯერებელ და შოკისმომგვრელ ინფორმაციას წინამდებარე წიგნში წაიკითხავთ.
ამ ყველაფერს თან ერთვის მთარგმნელის გაკეთებული სამი ათასზე მეტიშენიშვნა, რომლებიც ქართველ მკითხველს წიგნში მოხსენიებული კონკრეტული ადგილის, პიროვნების, ისტორიული მოვლენისა თუ ორგანიზაციის უკეთ აღქმაში დაეხმარება. აქვე დავამატებდი, რომ კენედის, მეროვინგების, რასელის, როკფელერისა და როტშილდის შესახებ თავებში ფრჩხილებში ჩასმული შენიშვნები ავტორისეულია და წყაროს მითითებით ყოველი თავის ბოლოშია წარმოდგენილი. წიგნის ინგლისურენოვან ვერსიაში მოცემული მსგავსი ან ორიგინალთან მიახლოებული კარგი ხარისხის სურათების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ამიტომ ზოგიერთი მათგანის ცუდი ხარისხისა და წიგნში უნებლიეთ გაპარული უმნიშვნელო ბეჭდვითი შეცდომების გამო მკითხველს ბოდიშს ვუხდი.
დავით პაპოშვილი