თითქმის ყველა ჩახლართულ ქეისზე და თემაზე პასუხი რაც ამ განყოფილებაშია არის - ქიმიურ რეაქციებში
ხშირი სექსის დროს ქალის ორგანიზმი ამაღლებს ოქსიტოცინის წარმოებას, ოქსიტოცინი ის ქიმიკატია რომელიც ადამიანების უმეტესობა უწოდებს სიყვარულს. ეს არის კავშირის, სითბოს და სისაყვარლობების ქიმიკატი. ჰოდა ბევრი რეგულარული სექსის დროს ხდება ოქსიტოცინის მომატება ქალის ორგანიზმში და უყვარდება. კაცი სექსიდან უფრო მეტად დოპამინს იღებს, ბედნიერების ქიმიკატებს, და რაც უფრო მეტი სექსი აქვს კოკაინივით და ძალაუფლებასავით კიდევ უფრო მეტი უნდება, მაგრამ რაც აქვს ის აღარ ყოფნის იმიტომ რომ დოპამინის რეცეპტორები იწყებენ მოჩლუნგებას და იგივე ქალი იმდენივე აღტაცებას აღარ იწვევს, ახალი ქალის ძიება იწყება გაუცნობიერებლად. ოქსიტოცინს კაციც გამოყოფს, ის ყველას ჭირდება, მაგრამ ყველაზე მეტად ოქსიტოცინის ლობი მაშინ ძლიერდება კაცის ტვინში როცა ქალი ფეხმძიმდება და აჩენს ბავშვს. ამ დროს კაცს ცხრა თვის განმავლობაში ტესტოსტერონის წარმოება 30%-ით ჩამოუქვეითდება და დამცველის ინსტინქტის მონადირის ინსტინქტთან თანაფარდობა დამცველის ინსტინქტის სასარგებლოდ ეცვლება.
ტრადიციული ოჯახი სწორედ ამ პრობლემაზე პასუხის მონახვას ცდილობს - ქორწილამდე სექსს ტაბუ ადევს, მერე ქალ-ვაჟი ეგრევე თაფლობის თვეში მიდის. ქალი ფეხმძიმდება, ვაჟმა ისეთი სიამოვნება განიცადა რომ იგივეს განსაცდელად ცხრა თვეს და მეტსაც მოითმენს და ამასობაში შეთქმულებით შემოდის ბავშვი – მამას დედა ყელში რომ არ ამოუვიდეს და სევდებში არ ჩაცვივდნენ საზრუნავს აჩენს, მამის ტვინს ჰაკავს, ტესტოსტერონს ამცირებს, ოქსიტოცინს უმატებს და შესაძლებელს ხდის რომ ერთმა ქალმა და ერთმა კაცმა ერთმანეთთან სექსით მიღებადი სიამოვნება მალე არ ამოწურონ და სიკვდილამდე სჯეროდეთ სიყვარულის
ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს... დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო! © მ.ჯ