ოდნავ მქროლავი სიო
ნელი კრთოლვით იპარებოდა ღიად დატოვებული სარკმლიდან, და მელოდიურ სილამაზეს მატებდა დანთებულ სანთლებს
რომლებიც ცეკვა ცეკვით კედელზე ხატავდნენ საოცრად უცნაურ ფიგურებს
მყუდროდ მოწყობილ ოთახში გამეფებულიყო სიწყნარე, რომელიც გათიშვოდა ყოველდღიურ ხმაურს, ფუსფუს
და დაეთმო სასიამოვნო წუთები წყვილისთვის, რომლებიც ჩაძირულიყვნენ ვნებიანი სიყვარულის მორევში...
ერთმანეთში არეულიყო ჩურჩულით ნათქვამი ვნებიანი ბგერები, რომელსაც ერწყმოდა ასევე ჩუმი ვნებიანი კვნესა....
თამშობდნენ სანთლის ალები კედლებზე ხატავდნენ უცნაურ ფიგურებს
დაჰქროდა სიო და თითქოს ეფერებაო ნაზი ქროლვით უვლიდა შიშველ სხეულებს, რომლებიც შეზრდოდნენ, აზელილიყვნენ ერთი მეორეში და მისცემოდნენ თავდავიწყებას
ლამაზად აწეწილი თმები ასევე ლამაზად გადაფენილიყვნენ...
მომხიბლავი ტუჩები, რომლებსაც დაეკარგათ სირცხვილის გრძნობა, დასრიალებდნენ სხეულის სხვადასხვა ადგილას
ფეხები, რომლებიც შეებოჭათ ძლიერად და არ აძლევდნენ საშუალებას გატოკებისას
თვალები რომლებიც მინაბულიყვნენ, და მხოლოდ იშვიათად თუ გამოიპარებოდნენ და თავს დააღწევდნენ ილუზიას, რომელიც სინამდვილეში შემოჭრილიყვნენ
და შემდეგ ისევ ემორჩილებოდნენ ვნების სიძლიერეს და იხუჭებოდნენ..
დაჰქროდა ქარი, თამაშობდა სანთლის ალი, იხატებოდა უცნაური ფიგურები და იწყებოდა ახალი დღე რომელიც ღამის სიყვარულის შემოქმედება იყო ...