26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან შეხვედრამდე, მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ს.კ „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მომავალ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ჯანო ანანიძე და ვაკო გვილია დააკლდებიან. გიორგი ჩაკვეტაძე კი ბელგიურ „გენტში“ დაბრუნდა.
ვლადიმირ ვაისი: "ლიტვის წინააღმდეგ პირველი ტაიმი კარგი იყო, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ჩემი აქ ყოფნის პერიოდში. ბიჭები ცდილობდნენ ხარისხიანი ფეხბურთი ეთამაშათ, კარგად იხსნებოდნენ ზონებში, ფლანგის მცველები კარგად ერთვებოდნენ შეტევაში. მეორე ნახევარში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ბუნებრივია, რომ თამაში ისე ვეღარ გავაგრძელეთ. პირველი ტაიმის ანგარიშის გათვალისწინებით ეს ნორმალურია.
რა თქმა უნდა, ხვალ სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება, რადგან ესტონეთი ლიტვაზე ძლიერი გუნდია. არ მინდა ლიტვას ვაწყენინო, მაგრამ ესტონეთი სხვა სქემით თამაშობს და დაცვაში მჭიდროდ დგანან. მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებმაც ლიტვის წინააღმდეგ არ ითამაშეს. რა თქმა უნდა, მთლიანი შემადგენლობას შეცვლას არ ვაპირებ, მაგრამ 5-6 ცვლილება იქნება. ტაქტიკა ცოტათი განსხვავებულ იქნება, რადგან არ გვეყოლებიან ანანიძე, ჩაკვეტაძე და გვილია. ვაკომ ბოლო თამაშში მცირე დარტყმა მიიღო მუხლის არეში და სათამაშოდ მზად არ არის. ჩაკვეტაძე შეთანხმების თანახმად კლუბში დაბრუნდა.

პაჭაპუჭო გუნდებთან მაგრები ვართ ხოლმე ფრენდულებში, აქაც გაისვრიან ყარაულის თოფს
დავაკვირდეთ, ლიტვასთან ხომ არაფერი მოგვეჩვენა სასიკეთო აქ გამოჩნდება
პუსუ ლაივი საზმაუზე იქნება. ფეისბუკზეც
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
https://youtu.be/_DjE4gbIVZk
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!