AG Telekom-ი ბაზარზე ქართული წარმოების "ჭკვიან" ტელევოზირებსა და პლანშეტებს გამოუშვებს. კომპანიის დამფუძნებლის მიხეილ ღლონტის განცხადებით, აღნიშნულ პროექტში კომპანიამ დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ინფორმაციას გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს.
როგორც ღლონტი განმარტავს, პლანშეტები 2 სახის იქნება - GSM მოდულით (მობილური კავშირის მხარდაჭერა) და GSM მოდულის გარეშე. მისი გასაყიდი ფასი კი 300-320 ლარი იქნება. რაც შეეხება ჭკვიან (smart) ტელევიზორებს, მას ექნება საკაბელოს, თეფშის და ციფრულის მიღების ფუნქციაც. 50-ინჩიანი სმარტ ტელევიზორის ფასი დაახლოებით 900 ლარი იქნება.
მიხეილ ღლონტის თქმით, ამ ეტაპზე ტესტირების რეჟიმი მიმდინარეობს.
"სანამ ახალი პროდუქტი გაყიდვაში გამოვა, ის 100 დღე ჩართულ რეჟიმში უნდა იყოს. უკვე ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მისი სარეალიზაციო ქსელში გატანა. ივნისში ორივე პროდუქტს ბაზარზე გამოვიტანთ", - აცხადებს ღლონტი.
AG Telekom-ის დამფუძნებელი ტელევიზორების რეალიზაციასაც აფასებს და აცხადებს, რომ კომპანიას გაყიდვების საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს. მისი განცხადებით, განსაკუთრებით დიდი იყო კორპორატიული გაყიდვები.
მისივე განცხადებით, ქართული ტელევიზორები უკვე გავიდა ექსპორტზე. კერძოდ, აზერბაიჯანში, ინტერესს კი სხვა ქვეყნებიც გამოთქვამენ. როგორც ღლონტი აცხადებს, ექსპორტზე გასვლა გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, რომლის მოგვარებაზეც ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტორებთან ერთად მუშაობს.
"პროდუქტმა ქართული წარმოების შესაბამისობის სერთიფიკატი რომ აიღოს, აღნიშნულ პროდუქტში მასალების 50 პროცენტი ქართული წარმოების უნდა იყოს. მაღალტექნოლოგიებში და განსაკუთრებით ჩვენს შემთხვევაში ეს შეუძლებელია. ამ ლოგიკით ეკრანი უნდა ვაწარმოოთ საქართველოში, რაც პრაქტიკულად ამ ეტაპზე გამორიცხულია. ვიცი რომ, ფინანსთა მინისტრის მზაობაც არის, რომ ეს შემთხვევა ცალკე განვიხილოთ", - აცხადებს ღლონტი.
ბაზარზე ქართული წარმოების ტელევიზორი 2016 წლის 1 ივნისიდან გამოჩნდა. მაშინ ქარხნის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ტელევიზორის ფასი კონკურენტუნარიანი იქნებოდა სხვა იმავე ხარისხის პროდუქციასთან შედარებით. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე გამოშვებული იქნებოდა 1200 ტელევიზორი, თუმცა, სამომავლოდ ეს რიცხვი გაიზრდებოდა. უკვე 2016 წლკის ივნისის ბოლოს ღლონტი აცხადებდა, რომ ქართულმა ტელევიზორმა Samsung-ის პროდუქციას კონკურენცია გაუწია. „გორგიაში" 32-ინჩიანი ტელევიზორი 479 ლარად იყიდება, 40-ინჩიანის ფასი კი 699 ლარია.
აღსანიშნავია, რომ AG Telekom-მი მობილური ტელეფონების გამოშვებას 2016 წლის მაისში გეგმავდა. დღეს ღლონტი აცხადებს, რომ პროექტის განხორციელება გადაიდო, რადგან ამისთის სპეციალური გასატესტი ქარხანაა საჭირო. „დღეში შგევიძლია 1000 მობილური გამოვუშვათ, თუმცა მისი გატესტვა პრობლემაა. ამის საშუალება ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს"-აცხადებს ღლონტი.
http://imedinews.ge/ge/teqnologiebi/13007/...sidan-gaikideba900 ლარი ძვირი არ უნდა იყოს 50 ინჩიანი

მაგრამ ესაა საკითხავი თუ ვარგა
This post has been edited by dimonds on 17 May 2017, 15:21