რადგანაც ბევრისთვის საყვარელმა გუნდმა უკვე დაასრულა ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობა და წამყვან ჩემპიონატებში თითქმის ყველაფერი გარკვეულია, მსოფლიო ჩემპიონატამდე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სულ რამოდენიმე თარიღი დარჩა როდესაც საყვარელი სპორტის სახეობით თავს შეიქცევენ, ამიტომ მოდი ერთმანეთს საფეხბურთო ჭორები გავანდოთ, ოღონდ კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით.
სხვა სახის კომენტარები და გამოგონილი ისტორიები ვთხოვოთ მოდერს რომ წაშალოს
* * *
ინტერნეტ გამოცემა
Talksport ამტკიცებს ტუტოსპორტზე დაყრდნობით რომ "იუვენტუსის" განელი ნახევარმცველი კვადვო ასამოა, რომელსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება, ჩელსის სამიზნე გახდა.
ასევე მისი სამსახურით მილანის "ინტერიცაა" დაინტერესებული.
უფასო ყველაფერი კარგია
Diario gol აცხადებს რომ "ვესტ ჰემს" მომავალი წლისთვის დიდი გეგმები აქვს და ამის დაწყებას ბენზემას ტრანსფერით აპირებს, რომელსაც დიდად აღარ ენდობიან მადრიდში, შესაბამისად ჩაქუჩები ფიქრობენ რომ თუკი 40 მილიონს შეთავაზებენ "რეალს" ისინი უარს არ იტყვიან ასეთ თანხაზე.

როგორც
Calciomercato ამტკიცებს ნაპოლის 30 წლის შემტევს, დრის მერტენსს გამოსასყიდ თანხად სულ რაღაც 28 მილიონი ფუნტი უწერია კონტრაქტში, კონტრაქტის გადახედვას კი არ აპირებს, რითიც სარგეგლობენ პრემიერ ლიგის არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი და ცდილობენ თანამედროვე ფასებისთვის სასაცილო ფასად ჩაიგდონ ხელში ბელგიელი შემტევი.

არსენალი არ ღალატობს საკუთარ სტილს და როგორც ინგლისური
The Sun წერს მეთოფეები, მიუხედავად იმისა რომ ვენგერი მომავალი სეზონიდან აღარ გაუძღვება გუნდს, მაინც აპირებენ ტრადიციულად შეავსონ ფრანგული ლიგა 1 ის გუნდების ბიუჯეტი. ჯერ სეზონი არაა დასრულებული, მაგრამ უკვე გაჩნდა ჭორი რომ 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ ლიონის შემტევში ნაბილ ფეკირში.
This post has been edited by kamech on 1 May 2018, 03:59
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare