ეიპრილში მინდოდა გამეხსნა მაგრამ გადავიფიქრე...ბოლოს მაინც გადმოვიფიქრე...
აპრილი თეზისების თვეა:
ღნაციკებიდან 4 გამოყოფილის და რამდენიმე თანაშეყოფილის კონფერენცია ამსტერდამში...უფრო სწორედ ღვთაებრივის ცოლოურში.
ბიძინა აბობოქრდა.
ქსოვით დაღლილი პრეზიდენტი პარლამენტში მოუმზადებელი მივიდა...
გუგული სიგარეტ/ორთქვლის მერე ბრძოლას შოკოლადს უცხადებს...
გავარჩიოთ რა გვაქვს და რა გვსურს....
საით მივექანებით ეს ისედაც გასაგებია..იქნებ გადახვევა შევძლოთ.
დადებითი 2012-2018-ში:
აქ შეიძლებოდა ყვარყვარეს გრძელი სია ყოფილიყო(თავისუფლად სუნთვის, ღარიბაშვილის მეორე ბიჭის და წულუკიანის გათხოვების ჩათვლით),მაგრამ
მხოლოდ 2 რამ მახსენდება:
NATO სთან თანამშრომლობა
კანონი მთის შესახებ
თუმცა ეს ორი 2016 მდე იყო
უარყოფითი:
ქართლის ჭირსა ვერვინ მოთვლისო, როგორც პოეტი ამბობს, მაგრამა შევეცადოთ რა გვაქვს ხელში:
- პოლიტპარტიების აბსოლიტური დისკრედიტირება (თუმცა ეს შეიძლება
ზოგიერთისთვის დადებითიც კი იყოს) - აბსოლიტური ბარდაგი ხელფას/დანამატ/პრემიებში მმართველ ვერტიკალში,
რაც სისტემის კორუმპირებულობის(კორუპცია მხოლოდ ქრთამს არ ნიშნავს) ნიშანია - თვიმმართველობის დასუსტება გაძლიერების ნაცვლად
- ვინაიდან პრეზიდენტს ქსოვის და პატიმრების შეწყალების გარდა
სხვა ფუნქცია პრაქტიკულად არ აქვს ამ თოჯინურ პოსტს ყოველგვარი
აზრი აქვს დაკარგული.... - კვლავ კორუფცია და ცათამბჯენმშენებლობა მერიაში
- შარშანდარგული და წელსგაყვავილებული ყვავილების ამოთხრა და ახლის დარგვა---დასაქმება ქართულად.
- ისევ ძველებურად მუშაობენ სიკვდილის მაქნქანები: ფერო, ჭიათურის და ტყიბულის მაღროები, არემჯი გოლდი.
ამ უკანასკნლემა სიკვდილის ზონა გააფართოვა კიდეც. - შავის ნაცვლად თეთრ ჯიპებზე რომ უნდა გადასხდნენ ჩვენი სიხარულები და სხვა მსგავსი წვრილმანები ჰასახსენებელიც კი არაა
აქ კი ჩამოვწეროთ რას ვისურვებდით თეზისების სახით.
რამდენიმე აქააა
სახელმწიფო აპარატის რეფორმირების თეზისები , მაგრამ აქ უფრო ფართო ჩამოანათვალი იყოს.
დისკუსიის გარეშე.
ჯერ მხოლოდ ჩამონათვალი და პერიოდულად დალაგდება თემატიკის მიხედვით.
- ქვეყნის რეგიონალური მოწყობა
- ორპალატიანი პარლამენტი
- ენერგორესურსები და ენერგორესურსების დისტრიბუცია სახელმწიფოს ხელში
- სასარგებლო წიაღისეულის(გარდა მინ წყლებისა) მოპოვება სახელმწიფოს ხელში
- მინიმალური საათობრივი ანაზღაურება
- ანაზღაურების ნიხრები სახ. სექტორში ყველა სფეროში განათლების და მუშაობის/გამოცდილების მიხედვით
- მარიხუანას ლეგალიზება, მოყვანის და გაყიდვის წესების შემუშავება.
- განათლების სისტემის კონცეფცია (სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლების ერთიანი ჟაჭვი)
- გადასახადების დაბრუნების სისტემა ბიზნესისთვის სხვადასხვა სფეროებში(სოც დაცვა, ჯანდაცვა, განათლება, ისტ. ძეგლების აღდგენა..შესაბამისად
სოცდაცვის, ჯანდაცვის, კოლტურის სახ. ფონდების შექმნა) - პროგრესული გადასახადი
- „ბიუჯეტნიკების შემცირება“
- დიფერენცირებული გადასახადი რეგიონების მიხედვით
- სამხედრო ინდუსტრიის შექმნა(ვაჟას ეს იდეა არაა სასაცილო)...ეს შეიძლება დაიწყოს სამხედრო სამეცნიერო პროექტებით...მითუმეტეს
ამის გამოცდილება უკვე გვაქვს (დელტა) და ამ მიმართულებით დაფინანსების და შესაბამისად ამოცანების გაზრდა სავსებით შესაძლებელია. - ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება/პრაქტიკაში რეალიზება ამისთვისაა საჭირო შემდეგი
- ყოველ სამინსიტროს დონეზე შესაბამისი სამეცნიერო ფონდი და დაფინანსება გრანტების პრინციპით. ორგანიზაციული
მხარე შეიძლება ითავოს რუსთაველის ერ. სამეც. ფონდმა. არ გაუჭირდება.
ეს ბონუსად
This post has been edited by შაქროII on 2 May 2018, 23:03