ვერ ისვენებს ეს პოლიტბუტაფორიული მიშგურუ და რა ქნას, ასეთი პოლიტგამჩენი ჰყოლია თავის ვაი ბედად... მას შემდეგ, რაც ყოფილმა ძმაკაცმა პოროშენკომ, უბრალოდ, კლასიკურად შეუსრულა და ელემენტარულად ბალასტი ტვირთ-ტომარასავით შეკრა და გამოიტანა უკრაინიდანაც და როგორც აღმოჩნდა, უკრაინის პოლიტიკიდანაც (უკრაინის მეტწილად მის მიერვე აფორიაქებული ხალხი მან უკვე დაივიწყა და დაიკიდა, სამარცხვინოდ მიატოვა თავის ჩვეულ პოლიტსტილში), ახლა სულ უფრო მეტი და მეტი აქტივობით და შემართებით იწყებს საქართველოს ოფიციოზის მიმართ თითების ქნევას და უკვე მუშტების მოღერიებასაც...
http://pirveliradio.ge/?newsid=104081
პ.ს. ნუთუ არ ესმის ამ პოლიტუპატრონოს, რომ ამ თავისი მორიგი აფერისტულ-ავანტიურული პოლიტაქტივობის გაძლიერებით სწორედ ქოციკნეთის სასიცოცხლოდ სასარგებლოდ თამაშობს დიდი ბუას მუდმივ როლს და რაც უფრო მალე ჩამოშორდება და გადაეკარგება ნაცმოძრაობას მის ზეგასვრილ პოლიტოდიოზურ სახეებთან ერთად, მით უფრო გაჯანსაღდება, მით უფრო შიდა კონკურენტულუნარიანი, დასავლურკულტურიანი და დემოკრატიული გახდება მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი...
მაგრამ ეგ ეძებს თავის დიდებას და არა საქართველოს დიდებას...
This post has been edited by kodeqsi on 10 May 2018, 17:09
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...