https://digest.pia.ge/post/202740-fexi-mowr...ampaign=melcampფეხი მოჭრეს გუშინ 21 წლის გოგოს, ბარძაყში იკეთებდა, თურმე, ნარკოტიკს...
ალია 12 მაისი 22:06 
ფეხი მოჭრეს, გუშინ, 21 წლის გოგოს, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. ბარძაყში იკეთებდა, თურმე, ნარკოტიკს.
არ იყო ეს ნარკოტიკი სასიკვდილო.
კიდევ რამდენიმე დღე თუ არ მივიდოდა ექიმთან - მოკვდებოდა - მაგრამ, არა ნარკოტიკით - განგრენით.
მეგობრებს ურეკვდა გამწარებული - ხომ მეუბნებოდით, რომ ბარძაყზე გაკეთება უსაფრთხოა, რატომ დამღუპეთ, ფეხს მაჭრიან, მოდითო.
ამ გოგოს უთხარით, მიდით, რომ ყველა ნარკოტიკი არ არის საშიში, რომ მხოლოდ ის უნდა გაიკეთოს - რომელიც არ კლავს.
ამ გოგოს აუხსენით, რომ ბერლინის კლუბშიც იკეთებენ ნარკოტიკს და ბერლინშიც აჭრიან ფეხს ან ხელს ახალგაზრდებს - იქნება და უკეთ იგრძნოს თავი.
პ.ს. კლუბში ვინც პოლიტიკაზე, ჰაერის დაბინძურებაზე, ხეების მოჭრაზე და სხვა პროგრესულ საკითხებზე სასაუბროდ დადიხართ პროგრესულად, ერთი კითხვა მაქვს: კლუბის მუსიკას ხელს ხომ არ უშლით? ხომ არ გადაფარეთ ელექტრონული მუსიკა?
თამო კეშელავა
წყარო: ალია
მალე პიურეს მოზელა დანაშაული გახდება, ხოლო ფანჯრიდან გადაძრომა ერთეულებს შეეძლებათ...... 
This post has been edited by amandamari on 13 May 2018, 16:46