2012 წლის იანვრიდან ფიქსირებული და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტებს ყოველთვიური სავალდებულო გადასახადის გადახდა მოუწევთ ერთიანი საგანგებო სამსახურის სატელეფონო ნომრის 112–ის მომსახურების საფასურის სახით იმისა მიუხედევად ისარგებლეს მათ თუ არა 112–ის მომსახურებით.
კერძოდ ფიზიკურ პირებს თვეში 20 თეთრის, ხოლო იურიდიულ პირებს 50 თეთრის გადასახადი დაეკისრებათ.
ერთიანი სატელეფონო ნომერი 112 გაზაფხულზე ამოქმედდება – ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილების თანახმად, ფიქსირებული ქსელის და მობილური სატელეფონო ქსელის აბობენტებს ყოველთვიური გადასახადი უკვე იანვრიდან დაეკისრებათ. ყოველთვიური გადასახადი იმ შემთხვევაშიც ინიშნება, თუ აბონენტს 112–ის მომსახურებით არ უსარგებლია.
მობილური სატელეფონო ქსელის აბონენტების შემთხვევაში, საფასური არ გადაიხდება იმ სააბონენტო ნომერზე, რომელზეც კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში 5 ლარზე მეტის ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა არ განხორციელებულა.
https://old.civil.ge/geo/article.php?id=25050