overclockers.geNvidia-ს ვიდეო დაფის დაფლეშვის შემთხვევაში გვჭირდება nvflash DOS-ის ვერსია
ფლეშკაზე ან ფლოპიზე უნდა ჩავწეროთ არქივში არსებული ორივე ფაილი
nvflash.### და cwsdpmi.### და ასევე დასაფლეში ბიოსი
სანამ ახალი ბიოსით დაფლეშავთ შეინახეთ ძველი ბიოსი ბრძანებით
nvflash -b zveli.rom (ან რა სახელიც გინდათ)
ზუსტად ასე და ძველ ბიოსს შეინახავს.
გაითვალისწინეთ რომ DOS-ში ნებისმიერ ფაილს უნდა ერქვას სახელი მაქსიმუმ 8 სიმბოლოთი გაფართოების წინ (გაფართოება არის exe, jpg, mp3, rom, bin, avi და ა.შ.)
ანუ ფაილს შეგიძლიათ დაარქვათ 12345678.rom მაგალითად მაგრამ 123456789.rom-ს ვერ დაარქმევთ
ჯერ შენიხავათ ძველ ბიოსს !!!
nvfalsh -b zveli.rom
მოკლედ შევინახავთ ძველ ბიოსს და მერე
თუ დაცვა აქვს ბიოსს შეგვიძლია ბრძანებით
nvflash --protectoff გამოვრთოთ დაცვა და ასევე კარგი იდეაა ძველი ბიოსის წაშლა ბრძანებით
nvfalsh --eraseeeprom
შემდეგ დაფლეშავთ ახალი ბიოსით ასეთი ბრძანებით
nvflash -4 -5 -6 axali.rom ან რაც ერქმევა ახალ ბიოსს მთავარია 8 სიმბოლოზე დიდი სახელი არ ქონდეს !!!
ამის შემდეგ რამოდენიმეჯერ ჩაგეკითხებათ და დაეთანხმებით კლავიატურაზე Y-ის დაჭერით.
ბიოსი დაიფლეშება და გადაიტვირთება თუ ჩაირთო ეკრანი გამოდის ყველაფერი რიგზეა