ამ ჩვენს პოლიტმოდერაციას ვერსად უჩივლებ კაცი მართალი და დემოკრატი, გარდა თვით მოდერაციის ორგანოსა, ანუ თვითდაინტერესებულ, ამოსავლადვე სუბიექტურ, დავის მხარე ორგანოში, რაც ფრიად არადემოკრატიულია და არღვევს ჩვეულ მოკვდავ იუზერთა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს მართლმსაჯულებასა და სამართლიან სასამართლოზე...
მოკლედ, სასწრაფოდ მისახედია ეს საკითხი და განსაკუთრებით მისახედია ის ვოლუნტარიზმის ჭრილში, რომელმაც ბოლო დროს ნამეტნავად იჩინა თავი მოდერაციის მხრიდან... ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მაგალითად ის, რომ ფორუმის წესს ერთ და იგივე საკითხზე ახალი თემის გახსნის აკრძალვის თაობაზე ფორმალურად ამოფარებით, ხელოვნურ-ვოლუნტარისტულად იბლოკება ძალზედ საჭირბოროტო მიმდინარე მოვლენები, რაც ძალზედ აშკარად გამოჩნდა სავალუტო სფეროში, არადა ქვეყნის ფინანსური პოლიტიკა ხომ ერთ-ერთი უმთავარესი ქვაკუთხედია ქვეყნის მთელი პოლიტიკისა... აგერ მერამდენე წელია ტივტივებს მოდერვოლუნტარისტულ კლასიკურ ნაყოფად მიდღემში ერთიანი სავალუტო თემა, არადა პერიოდულად რამდენი პოლიტდატვირთული მოვლენები ხდება ამ თემატიკის ირგვლივ... მაშინ გახსნან და დააწესონ ერთიანი თემა პარლამენტზე (როდის რა კანონსაც არ უნდა იღებდეს ის და როდის რა სისულელესაც არ უნდა აკეთებდეს), ერთიანი თემა სადეპუტატო ჩხუბებსა და გაწევ-გამოწევით ლანძღვა-გინებებზე, ერთიანი თემა კრიმინალზე და ერთიანი თემა სოფლის მეურნეობაზეც, და ეძიეთ მერე თქვენთვის საინტერესო ცალკეული მოვლენები და ქვესაკითხები ვებერთელა მრავალტომეულ ას-ას გვერდიან ამ ვაი-თემებში... კიდევ კაი ჯერ მხოლოდ სავალუტო თემაზე აქვს ჩვენს პოლიტმოდერაციას ეს ვოლუნტარისტული გართულება, მარა ასე თუ გაგრძელდა, ხვალ და ზეგ ნატოზეც ერთიან თემას დააწესებენ და აფხაზეთზეც და ცხინვალზეც მხოლოდ ერთიანი საოკუპაციო თემის ფარგლებში თუ დაგაწერინებენ რამეს, რა განსხვავებული რამეებიც არ უნდა მოხდეს ერთში და მეორეში...
არა რა, რეალ-დემოკრატია ხომ არ გივარგათო, არ გივარგათო და ვერც ვირტუალურ დემოკრატიას ქაჩავთო, ხო პირდაპირ გვეტყვიან ამას ახლა ივლისში ნატოს სამიტზე და მაპს ისევ ახლოსაც არ დაგვანახებენ-გაგვაკარებენ...
მე და მდეს ვერი ლოვეი ანუშკი დოლიძეი, 0-პოლიტრეიტინგიანი, მარა თბილისის საკრებულოში სადაქალო-სამეზობლო ხმებით მაინც მოხერხებულად შემძვრალი...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...