თბილისლები სუფთა ჰაერით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით.
კი ბატონო, გვაქვს დაბინძურებული ჰაერი.
კი ბატონო, საზიანოა ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს გარემო უკეთესობისკენ შეიცვალოს, რომ ჩვენი შვილიშვილები მაინც გაიზარდონ უფრო სუფთა ქალაქში
კი ბატონო, ბევრი რამისგანაა ეს გამოწვეული, მათ შორის ამორტიზებული მანქანებისგან, უხარისხო საწვავისგან, მანქანების სიმრავლისგან, სიმწვანის ნაკლებობისგან და ა.შ.
მაგრამ ნუ მოტყუვდებით და ნუ მისცემთ ნაგავ პოლიტიკოსებს საშუალებას საზოგადოებაში არსებული უარყოფითი ფონი გამოიყენონ სათავისოდ.
ამ ბოლო პერიოდში ინტერნეტში საკმაოდ მომძლავრდა ანტი-pollution ვიდეოები, პოსტები, "პერო" ექიმების დასკვნები, ვაი-ექსპერტების ანალიზები.
ეს არის მიზანმიმართული ბინძური პროპაგანდა და გასაგებია რომ ხელისუფლება დგას ამის უკან.
მთავრობის
ყველა ის "გამოსავალი", რასაც თითქოს დაბინძურების წინააღმდეგ გვთავაზობენ სინამდვილეში არ აგვარებს პრობლემას, პირიქით ზიანს აყენებს ეკონომიკას/მოსახლეობას, სამაგიეროდ არგებს მათ პირად ინტერესებსა და საბანკო ანგარიშებს.
ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ საკმაოდ საინტერესო პოსტი, სადაც საუბარია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ცრუ კვლევაზე, რომელსაც ყოველი მეორე აზიარებს სოცქსელებში:
https://www.facebook.com/noe.megrelishvili/...215288435539607მიზანში უკვე ამოიღეს ტაქსისტები. ვითომ პრადვინუტმა კალაძემ შემოიღო უკვე ლიცენზიები

შემდეგ იქნება არაფრისმომცემი ტექდათვალიერებები და მალევე მოაშთობენ ბაზრიდან უამრავ უბრალო ხალხს, ვისაც შემოსავალი აქვს ამ საქმიდან , ოჯახს არჩენენ და ვალებს იხდიან.
ბაზარზე შემოიყვანენ თავიანთ ბრენდირებულ ტაქსის ბრენდს. თავიდან მანდაც დააბოლებენ ხალხს, როგორც ყვითელი მარშუტკებით დაგვაბოლეს.
საბოლოოდ მივიღებთ ძალიან გაძვირებულ მომსახურებას და ცუდ ხარისხს.
იზარალებს საზოგადოება და იზარალებს უბრალო ტაქსისტების ჯიბეები.
მონოპოლია ჩაიქცევა მილიონებში.
ცალკე ამბავია ტექდათვალიერება. უზარმაზარი შემოსავალი უკვე ნახეს და გაცილებით მეტს ნახავენ მომავალში ეს კომპანიები ვისაც ამ საქმის ლიცენზია აქვთ.
ვინ გასცემს ლიცენზიებს? ხელისუფლება.
ვისზე გასცემენ ლიცენზიებს? აბა თუ გამოიცნობთ <3
მოკლედ,
სანამ ტაშს დაუკრავთ დაფიქრდით ერთხელ მაინც.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს რო აკრძალვით და რეგულაციებით საქმე არ კეთდება.
ეკონომიკისა და შესაბამისად ცხოვრების დონის ამაღლებით მოგვარდება ესეთი პრობლემები თანდათან.
მანამდე კი მოგვიწევს ამ ჰაერის სუნთქვა. ეს სამწუხარო რეალობაა რასაც ვერ შეცვლის მყისიერად
ვერაფერი , მითუმეტეს ქოცრეგულაციები.