ჩიხურასა" და " ბეითარის" ქომაგს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ებრაელი გულშემატკივრები
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საჩხერის "ჩიხურა" იერუსალიმის "ბეითარს" მასპინძლობს.
მატჩის დაწყებამდე ებრაელ ქომაგსა და ადგილობრივ გულშემატკივარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია "ბეითარის" ქომაგებმა გაამწვავა, ისინი აგრესიულად იქცეოდნენ და შეურაცხმყოფელ ფრაზებს იძახოდნენ. სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცავებმა შეძლეს, დაკავებულია რამდენიმე ებრაელი ქომაგი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ებრაული კლუბის ფანკლუბი ხშირად ეხვევა სკანდალებში, ისინი ადგილობრივ ჩემპიონატშიც აგრესიულად იქცევიან.
ამ ეტაპზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ებრაელ ქომაგთა ნაწილმა შეძლო თამაშზე შესვლა და საკმაოდ აქტიურად ქომაგობენ საკუთარ გუნდს.
https://sportall.ge/fekhburthi/uckhouri-fek...matkivrebi.htmlპ.ს.რა ყველას ჩვენთან უნდება კუნთების თამაში.

ფოტო დადეს
This post has been edited by არმეძებო on 12 Jul 2018, 20:05