მეგობრებო, მოგეხსენებათ როგორ მიყვარს პარალელების გავლება, სხვადასხვა დროისა და ჟამის ისტორიულ პიროვნებებს შორის.
ხოდა ამ ბოლოს ვფიქრობდი რა საერთო ჰქონდათ მიშას და აღმაშენებელს, რა განასხვავებდათ, ერთი ვინ იყო, მეორე ვინ და ა.შ
ამ ფიქრში იქამდე მივედი, რომ სტატუსი/სახელი - "აღმაშენებელი", რაც შემდგომში დავითს ერმა მისი უამრავი დამსახურების გამო
უბოძა, დიდწილად გამოწვეული იყო დიდგორის ომის ეი "ძლევაი" საკვირველის მოვლენით და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენით.
ანუ, დავითს რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა არ მოეგო, აპატიებდა კი ერი მას: ყივჩაღების ეი ურჯულოების მასიურად
ჩამოყვანას, რუის-ურბნისის სახით მაშინდელი ეკლესიისა და სამღვდელოების შეჯანჯღარებას, ბაღვაშების თამადობით მაშინდელი
ელიტისა და ე.წ ინტელიგენციის ან იგივე ოპოზიციის სასტიკად დასჯას და ა.შ, ანუ იქნებოდა მისი სახელი ასოცირებული "აღმაშენებელთან".
იმიტომ რომ ეგ ბრძოლა რომ არ მოეგო და ვთქვათ არც წაეგო, ტაქტიკურად დაეხია უკან ორივე მხარეს, ვერც თბილისს დაიბრუნებდა და
1125 წელს, ეი როცა გარდაიცვალა, ერთიან საქართველოს ვერ დატოვებდა.
ხოდა ამის ფონზე, ვთქვათ რუსებს რომ რაღაც ფაქტორების გამო შეშინებოდათ და აღარ გაემწვავებინათ, სამაჩაბლო დაგვებრუნებინა,
მერე დომინოს ეფექტით მთლად აფხაზეთის დაბრუნება თუ არა სოხუმის აქეთ-იქეთ გაგვეყო და სოხუმში კიდევ ეუთო მომჯდარიყო,
ეი თითქმის 98%-თ ერთიანი დაეტოვებინა მიშას საქართველო, აპატიებდნენ მას 7 ნოემბერს, ნულოვან ტოლერანტობას, ე.წ სიტყვის
თავისუფლების შეზღუდვას და ა.შ ? ანუ გადაწონიდა სამხედრო წარმატება იმ სისხლიან 9 წელეს ?

ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ ამაზე
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი