#53127217 · 19 Jul 2018, 23:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით smile.gif მე გახლავართ ასოციაცია "ჰერა 21"-ის წარმომადგენელი. ჩვენ ვახორციელებთ კვლევას, რომლის მიზანია რეპროდუქციული ასაკის ქალბატონების უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერების გამოვლენა. კვლევის ჩასატარებლად მჭირდება რესპონდენტები, ადამიანები, რომლებსაც დავუსვამ კითხვებს. რესპონდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა ჰქონდეთ გაკეთებული აბორტი, უნდა იყვნენ 20 დან 45 წლამდე ქალბატონები, (18-19 წლისებიც შეიძლება) დაქორწინებულები, ან განქორწინებულები, ან ქვრივნი. თუ ხართ ასეთი ვინმე, ან იცნობთ სხვას, იქნებ დამიკავშირდეთ ან დამაკავშიროთ მათთან, რომ ჩავატარო ინტერვიუ. ჩანაწერები ექნება მხოლოდ ასოციაცია "ჰერა 21"-ს. თუ თქვენ სიტყვებს გამოვიყენებთ სადმე, ეს იქნება წერილობით, 1-2 წინადადების სახით და ავტორის სახელის, გვარის და სხვა მონაცემების გარეშე. თუ თანახმა ხართ, გთხოვთ, მომწეროთ პირადში და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს. * * * ...................................................................................................... * * * ...................................................
|