"თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სტრესის გარეშე მგზავრობა უკვე დიდი ხანია წარმოუდგენელია, არავის გვიკვირს ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების შაბლონად ქცეული პასუხი, რომ კონდინციონერი არ მუშაობს, მაგრამ დღეს განსაკუთრებულ შემთხვევას გადავეყარე.
184 ნომერი მარშრუტის (TMB-602) მძღოლმა მგზავრების თხოვნას ირონიით, დაცინვით უპასუხა, ამაყად გამოაცხადა, კონდინციონერი მუშაობს, მაგრამ არ ჩავრთავ, ბევრ საწვავს მოიხმარს და ვზოგავო.
არაერთხელ მოვუწოდეთ, ჩაერთო გაგრილების სისტემა, რადგან მართლა გაუსაძლისი სიცხე იყო. ადამიანურმა თხოვნა-მუდარამ რომ არ გაჭრა ერთერთმა ქალბატონმა მერიაში დარეკა. ოპერატორს მეც ვესაუბრე.
უამრავი მცდელობის მიუხედავად თბილისის მიკროავტობუსი/Tbilisi Minibus -ის ცხელ ხაზზე 0 32 2 200 340 არავინ გვიპასუხა, ახლაც ვრეკავ და ისევ რაღაც გაურკვეველი მელოდია ისმის.
დავაჯარიმებთო, მერიის ცხელ ხაზზე რომ გვითხრეს, “ჯარიმა, თორემ მილიონით დამაჯარიმებენო” ისევ ირონიით გვიპასუხა მძღოლმა... მოკლედ, არაფერმა რომ არ გაჭრა, ბოლოს გადავწყვიტეთ, მგზავრობის საფასური არ გადაგვეხადა, რაც სხვათაშორის, ვერ გააპროტესტა.
ძალიან არ მომწონს ასეთი ვიდეოების გადაღება და გავრცელება, მაგრმ ეს არ არის მარტო ამ კონკრეტული მძღოლის პრობლემა, ეს კაცი იმ ‘გაბლატავებული’ კომპანიის სახეა, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ხალხი და საკუთარ ჯიბეებს ისქელებს, თან გვწამლავს და გვკლავს შავი, მხუთავი გამონაბოლქვით და არაფრის, მათ შორის, არც ჯარიმის არ ეშინია.
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
საერთოდ არსებობთ ამ ქალაქში, თუ სხვაგან გადახვედით?”
https://www.facebook.com/guram.rogava/video...04575393221871/ This post has been edited by Adam_Beyer on 24 Jul 2018, 22:29